2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 05:08-ზე, მთვარე თხის რქაშია

კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია მიირთვათ რძე და რძის პროდუქტები. კარგი დღეა სამიწათმოქმედო სამუშაოსთვის. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.

ვერძი

დღეს კარგი შანსი გაქვთ, ისაუბროთ იმაზე, რაც დიდი ხანია გაწუხებთ ან გაშინებთ. არსებობს შესაძლებლობა, რომ რაღაც საიდუმლო გაირკვეს. თუ ეს თქვენ გეხებათ, დიდი ხნით მოგიწევთ ოჯახისთვის ახსნა-განმარტება. გაატარეთ დღე აქტიურად, ნუ იჯდებით ოთხ კედელში.

კურო

დაისვენეთ უარყოფითი გამოცდილებისგან და იფიქრეთ მომავალზე. დაუახლოვდით იმ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენს საქმიანობაში, მოგცემენ პროფესიულ რჩევებს და გაგიწევენ მფარველობას.

ტყუპი

დღეს თქვენი ნებისმიერი მცდელობა წარმატებული იქნება და პოზიტივს შემატებს. თუმცა, არ დაარღვიოთ წესები და არ გარისკოთ ზედმეტად. ზოგიერთ მოვლენას შეუძლია კარგი სარგებელი მოგიტანოთ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, მიღებული გამოცდილება მომავალში გამოგადგებათ.

კირჩხიბი

გააკეთეთ ნაცნობი რუტინული სამუშაო, მოერიდეთ ექსპერიმენტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. არის შანსი, რომ გაიგოთ, ვინ სარგებლობს თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად. მეტი კომუნიკაცია გქონდეთ წარმატებულ ადამიანებთან.

ლომი

ისარგებლეთ კარგი დროით, დაამყარეთ სწორი კონტაქტები, დაესწარით ოფიციალურ ღონისძიებებს და შეხვდით გავლენიან ადამიანებს. გირჩევთ, შეამოწმოთ შესრულებული სამუშაო: შესაძლოა, დოკუმენტებში არის უზუსტობა ან არასწორი გათვლა.

ქალწული

შესანიშნავი დღეა კარიერაში ნაბიჯის გადასადგმელად. აჩვენეთ თქვენი საუკეთესო პროფესიონალური თვისებები თქვენს კოლეგებსა და მენეჯმენტს და არის შანსი, რომ მიიღებთ მომგებიან შეთავაზებას. მოუწყვეთ რომანტიკული სიურპრიზი საყვარელ ადამიანს. მოამზადეთ სპეციალური ვახშამი, იყიდეთ პატარა საჩუქარი.

სასწორი

შეადგინეთ დღის მკაფიო გეგმა. თუმცა მოემზადეთ იმისთვის, რომ 2 აპრილს მცირე უსიამოვნებები ხელს შეგიშლით მათ განხორციელებაში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, გჯეროდეთ საკუთარი ძალების. ყურადღება მიაქციეთ შეგრძნებებს. სასარგებლოა პრევენციული ღონისძიებების გატარება და ამინდის მიხედვით ჩაცმა.

მორიელი

მიუხედავად იმისა, რომ ემოციური ფონი ოდნავ ამაღლებული იქნება, ეცადეთ, ცივი გონებით მოაგვაროთ საკითხები და პრობლემებისადმი რაციონალური მიდგომა გამოიყენოთ. დაგეგმეთ ყველაზე რთული და შრომატევადი ამოცანები დღის პირველ ნახევარში. უფრო ხშირად მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას.

მშვილდოსანი

გირჩევთ, დაუფიქრებლად არ დაეთანხმოთ იმ შემოთავაზებებს, რომლებსაც დღეს მიიღებთ. შეიძლება მოგიწიოთ მოცდა, მაგრამ საბოლოოდ მიიღებთ კარგ შემოსავალს და ახალ სასარგებლო გამოცდილებას. ფრთხილად იყავით ბიზნესში: წესების დაცვაზე თქვენმა თავშეუკავებლობამ შეიძლება ბევრი დრო დაკარგვინოთ.

თხის რქა

დღის პირველ ნახევარში მოგიწევთ საოჯახო საქმეების მოგვარება და ყოველდღიური საკითხების გადაწყვეტა. სადილობის შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ საინტერესო სამუშაო, ექსპერიმენტი და მიიღოთ სარისკო შეთავაზება. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

მერწყული

მეტი ყურადღება მიაქციეთ დაწყებულ საქმეებს, დაუთმეთ ადგილი ახალ საინტერესო პროექტებს. მოაგვარეთ საკითხები ეტაპობრივად, რათა არ დაკარგოთ დრო. ჯობია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხვალისთვის გადადოთ, 2 აპრილს არ გაქვთ საკმარისი ენერგია და მონდომება.

თევზები

ნუ ეცდებით დაჟინებით ამტკიცოთ საკუთარი სიმართლე. მოერგეთ ოპონენტებს, დათანხმდით კომპრომისზე. ეს გაგიადვილებთ მიზნების მიღწევას. თქვენი განწყობა არასტაბილურია, ამიტომ შეეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ემოციები, რათა შეცდომა არ დაუშვათ. ამის გამო შესაძლოა პირადი ურთიერთობები დაგიზარალდეთ.