2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 21:31-ზე, მთვარე ლომშია

ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება.

ვერძი

მთელი დღე მეოცნებე განწყობაზე იქნებით. თუმცა, ვარსკვლავები გვირჩევენ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ფინანსურად მომგებიან საკითხებს და უფრო რეალისტურად შეხედოთ საქმეებს. თუ ცვლილება გსურთ, გაესაუბრეთ საინტერესო, უჩვეულო ადამიანს ან ეწვიეთ ეგზოტიკურ რესტორანს.

კურო

სამუშაოზე კონცენტრირება დღეს ადვილი არ არის. მოიმატებს რომანტიკული განწყობა. შეიტანეთ ხალისი თქვენს რუტინაში. არ უარყოთ ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. კარგი საქმეები აისახება თქვენს მომავალზე.

ტყუპი

დღეს გასაკეთებელი საქმეების სიმრავლემ და გეგმებმა შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა. შეადგინეთ დღის მკაფიო გეგმა, დაყავით დიდი ამოცანები პატარა ნაწილებად და შეასრულეთ ისინი ეტაპობრივად. ნუ დაკარგავთ თქვენს ძვირფას დროს უაზრო საუბარში.

კირჩხიბი

რთული თუ უსიამოვნო საქმეები გადადეთ სხვა დღისთვის და დღეს დაუთმეთ დრო იმას, რაც ნამდვილად მოგწონთ და გსიამოვნებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ შეგეშინდეთ ცვლილებების, მოძებნოთ მათში დადებითი მხარეები და იფიქროთ მომავალზე.

ლომი

დღე შესანიშნავია სამომავლო საქმეების დასაგეგმად, პრიორიტეტების დასახვისთვის და დეტალებზე ფიქრისთვის. 2 დეკემბერს ახალი არაფერი დაიწყოთ, ჯობია დაასრულოთ ის, რაც დიდი ხანია დაიწყეთ, აასრულეთ დანაპირებები. იზრუნეთ საყოფაცხოვრებო საკითხებზე, დაასუფთავეთ გარემო თქვენ გარშემო.

ქალწული

შესაფერისი დრო ინტერიერის შესაცვლელად, გადაწყობისთვის, დეკორაციის შესაცვლელად. კომფორტის შექმნა თქვენს სახლში დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, იყავით კრეატიული, მოძებნეთ რაღაც ახალი. დაისვენეთ, რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის გაუარესება.

სასწორი

ეცადეთ, დღე გაატაროთ ადამიანებთან, ვინც გიზიდავთ ან შთაგაგონებთ. მათგან შეიძლება მოისმინოთ საინტერესო იდეა ან წინადადება, რომელიც შემდგომში წარმატებით განხორციელდება. დაზოგეთ დრო, შეზღუდეთ უსარგებლო კომუნიკაცია და გააკეთეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, დღე დაუთმოთ ახალი მიზნების დაგეგმვასა და განვითარებას. დაფიქრდით თქვენს ქმედებებზე, დაალაგეთ პრიორიტეტები, შეადგინეთ დეტალური სამუშაოების სია. ნუ დახარჯავთ ზედმეტ თანხას.

მშვილდოსანი

იმისათვის, რომ თქვენი იდეების განხორციელება შეძლოთ, წვრილ ნაწილებად დაყავით და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდით წარმატებას. ეს დაეხმარებათ დასახოს ადვილად მისაღწევი მიზნები და დაინახოს საქმიანობის შედეგები. დღეს იგრძნობთ, რომ გარკვეული ცვლილებები უკვე შემოდის თქვენს ცხოვრებაში.

თხის რქა

ვარსკვლავები დარწმუნებულები არიან, რომ 2 დეკემბერს თხის რქები რადიკალურად შეიცვლიან აზრს ან დამოკიდებულებას რაიმე მოვლენის ან ადამიანის მიმართ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დღეს, რათა არ ინანოთ თქვენი ქმედება. იყავით ტაქტიანი, მოუსმინეთ მოწინააღმდეგის აზრს, პატივი ეცით მის თვალსაზრისს.

მერწყული

დღეს თქვენთვის უკეთესი იქნება, დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ და არ ჩაერიოთ იმაში, რაც ხდება. პროფესიონალი ადამიანების მიერ გამოთქმული მოსაზრებები გამოგადგებათ მომავალში. კარგი დღეა დაგეგმვისა და გადაუდებელი საქმეების შესრულებისთვის. ეცადეთ არ გაამძაფროთ დაძაბული სიტუაციები.

თევზები

ახალი შეგრძნებების განცდის სურვილმა შეიძლება უსიამოვნო ამბავში ჩაგაგდოთ. ფრთხილად იყავით ახალგაცნობილებთან და მოერიდეთ საეჭვო შეთავაზებებს. ვარსკვლავები გირჩევენ, მოუსმინოთ თქვენს შეგრძნებებს. გააკეთოთ ის, რაც ნამდვილად გიზიდავთ და დაისვენოთ.