კურო
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, - საქმეებიც, მაგრამ განსაკუთრებულ შედეგებს ნუ ელით. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საღამოს მოსალოდნელია სტუმრიანობა.
ტყუპი
დღეს რა საქმესაც ხელს მოკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ. კარგი დღეა ახლი ნაცნობობისა და ძველ მეგობრებთან შესახვედრად.
კირჩხიბი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თქვენს ნიჭს გარშემო მყოფებიც დააფასებენ. ცხოვრება სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ.
ლომი
კარგი დღეა მკურნალობის დასაწყებად, ცოლქმრული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ქალები გავლენიან მფარველებს გაიჩენენ; მამაკაცები მოერიდეთ ექსტრავაგანტურ საქციელს.
ქალწული
საბუთებთან მუშაობისას მეტი ყურადღება გმართებთ, ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. მძღოლები ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს. ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.
სასწორი
დღეს შესრულებული საქმეები თქვენს მომავალზე იქონიებს გავლენას. ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იმუშაოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
მორიელი
მშვიდი დღეა, ნუ განმარტოვდებით, მეტად დაუახლოვდით გარშემო მყოფებს, მაგრამ საკუთარ საიდუმლოებებს ნუ გათქვამთ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. სიმშვიდეს მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში მოიპოვებთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მივლინებისთვის. იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად, ნუ ენდობით გარშემო მყოფებს. დღის მეორე ნახევარში მეტად დაისვენეთ.
თხის რქა
ახალი საქმეების დაწყების სანაცვლოდ დაასრულეთ ძველები. გაათვითცნობიერეთ საკუთარი შესაძლებლობები. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან.
მერწყული
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაგეგმავად; გარშემო მყოფებისგან შემოთავაზებულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. საღამოს ძველ მეგობრებს შეეხმიანეთ.
თევზები
კარგი დღეა საქმიანი და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მეტად უნდა იაქტიუროთ. სამომავლო გეგმები საყვარელ ადამიანთან შეთანხმებულად მოაგვარეთ.