კურო
გადაუდებელი საქმეები დილითვე მოაგვარეთ, რათა მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან ერთად. შვილები და საყვარელი ადამიანი თქვენს მზრუნველობას საჭიროებენ.
ტყუპი
ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. ყოველდღიური, საოჯახო ვალდებულებები შეასრულეთ. საღამო განმარტოებით, მშვიდ გარემოში გაატარეთ.
კირჩხიბი
მეტად დაისვენეთ, შეასრულეთ საოჯახო საქმე. მოესიყვარულეთ შვილებს, მეუღლეს. ერთად შეიქმენით ჰარმონიული გარემო.
ლომი
მშვიდ გარემოში გაატარეთ მთელი დღე, ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებიც მზრუნველობით გაგანებივრებენ. შეეხმიანეთ მეგობრებს.
ქალწული
გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. ნათესავებთან მოითათბირეთ საბინაო პირობების გაუმჯობესებაზე. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება.
სასწორი
იყავით დაკვირვებული და დისციპლინირებული. მოთოკეთ ემოციები. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. საოჯახო ვალდებულებებს ვერსად გაექცევით.
მორიელი
საკუთარ თავს დასვენების, თავისუფლად მოქმედების უფლება მიეცით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან.
მშვილდოსანი
შორს ნუ გაემგზავრებით. ეს დღე ოჯახში, ნათესავების გარემოცვაში გაატარეთ. გულახდილი საუბარი გელით სასიყვარულო პარტნიორთან.
თხის რქა
ნუ გაწყვიტავთ კავშირს პარტნიორებთან. მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში.
მერწყული
თუ თავად გულგრილი ხართ გარშემო მყოფების მიმართ, მათგანაც იმავეს ელოდეთ. ნუ გადაიტვირთებით ფიზიკურად, გაუფრთხილდით ხერხემალს, იკვებეთ სწორად.
თევზები
დილა დაუთმეთ საქმიან შეხვედრებს, მიმოწერას. ჩამოწერეთ შესასრულებელი საოჯახო საქმეების სია. საღამოს ოცნების, მეგობრებთან ურთიერთობის საშუალება მოგეცემათ.