კურო
მთავარია, მთელი დღე დივანზე არ გაატაროთ, თორემ, რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ.
ტყუპი
დღის რეჟიმში ცვლილებებს ნუ შეიტანთ, ჩვეული სისტემით იმუშავეთ.
კირჩხიბი
მთელი დღე მეგობრების პრობლემების მოგვარებით იქნებით დაკავებული.
ლომი
კარგად გამოძინებული, თანამოაზრეებთან ერთად ახალი იდეების განხორციელებას შეუდექით.
ქალწული
დღეს ახალ ამბებს ადამიანებს პირდაპირ ნუ გაუმხელთ, შეაპარეთ და დააკვირდით მათ რეაქციას.
სასწორი
ორ მოკამათეს შორის ნურავის დაცვას ნუ შეეცდებით, თორემ ერთ-ერთი გაგინაწყენდებათ და სამუდამოდ გაიფუჭებთ მასთან ურთიერთობას.
მორიელი
დღეს ეგოისტურად უნდა მოიქცეთ. ყველას საქმე და პრობლემა გვერდზე გადადეთ და მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნეთ.
მშვილდოსანი
დღეს თქვენს იდეებს დადებითად შეაფასებენ და ყველა პირობას შეგიქმნიან, რომ მათ დაუყოვნებლივ შესრულებაში ხელი არაფერმა შეგიშალოთ.
თხის რქა
კარგი დღეა ცვლილებებისთვის. თუ გრანდიოზული ცვლილებებისთვის მზად არ ხართ, ვარცხნილობა მაინც შეიცვალეთ.
მერწყული
საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ყველა მეთოდი დასაშვებია, მაგრამ არც ზედმეტი აგრესიულობა ვარგა.
თევზები
დაიწერეთ ყველა ფაქტი და მოვლენა, რასთანაც დღეს გექნებათ შეხება, თორემ სასურველ მომენტში შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია თავიდან "ამოგიფრინდეთ".