ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე
კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
ვერძი
დღეს, რასაც დათესავთ, იმას მოიმკით მომავალში. ამიტომ იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ და ისინიც აუცილებლად გიპასუხებენ და ასევე - შესაბამისად - პირიქით.
კურო
არასასურველია დაპირებების მიცემა, რომელსაც დიდი ალბათობით ვერ შეასრულებთ. ჯერ რეალისტურად აწონ-დაწონეთ თქვენი შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ ილაპარაკეთ და დათანხმდით.
ტყუპი
დღეს უნდა გახსოვდეთ, რომ "სიტყვები ვერცხლია, სიჩუმე კი ოქროა", რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკობთ, მით უკეთესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უადგილოდ ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება სერიოზულად გაგირთულოთ ცხოვრება.
კირჩხიბი
ოდნავი შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი, წარმოაჩინეთ საკუთარი თავი კოლეგების თვალში და - განსაკუთრებით! - უფროსის, ამგვარად მოიპოვებთ ავტორიტეტს პროფესიულ სფეროში.
ლომი
კარგი დღეა სამუშაოს შესაცვლელად: გასაუბრება წარმატებული იქნება, შეძლებთ კარგი შთაბეჭდილების მოხდენას პოტენციურ დამსაქმებლებზე, ამიტომ პოზიცია დიდი ალბათობით თქვენი გახდება.
ქალწული
დღეს თქვენი ბუნებრივი მჭევრმეტყველება უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ დაარწმუნოთ ისინი, ვისზეც დამოკიდებულია თქვენი კარიერული წინსვლა თქვენს სიმართლეში.
სასწორი
მნიშვნელოვანი საქმეები უნდა დაიგეგმოს დღის პირველ ნახევარში - შუადღის შემდეგ აქტივობა მკვეთრად შემცირდება, ამიტომ ამ დროს ღირს მხოლოდ იმ საქმეების კეთება, რაც დიდ ძალასა და ენერგიას არ მოითხოვს.
მორიელი
ნაყოფიერი დღეა და მისი სწორად დაგეგმვის შემთხვევაში იმდენი დავალების შესრულებას შეძლებთ, რასაც სხვა დროს მთელი კვირა დასჭირდებოდა.
მშვილდოსანი
ნებისმიერი მოლაპარაკება - როგორც საქმიანი, ასევე პირადი - დღეს წარმატებული იქნება, ამიტომ - თუ ვინმესთან მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა გჭირდებათ - დაგეგმეთ შეხვედრა დღეს.
თხის რქა
მნიშვნელოვანია, გარშემო მყოფების მიმართ ნეგატიური შენიშვნების თავიდან აცილება: ბოროტი სიტყვები ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ, ამიტომ სიკეთე უსურვეთ მათაც, ვისაც არ აქვს კარგი დამოკიდებულება თქვენ მიმართ.
მერწყული
დღეს შეგიძლიათ შეადგინოთ მნიშვნელოვანი საბუთები ან შეხვდეთ უფროსს. ის კარგად იქნება განწყობილი, მოინდომებს თქვენთვის რაიმე სიკეთის გაკეთებას და შეძლებთ ყველა იმ საკითხის გადაჭრას, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
თევზები
სათანადო აზროვნება ხელს შეუწყობს დღის და ამ დროს მომხდარი მოვლენების პოზიტიურად გადაქცევას, ამიტომ შეეცადეთ შეხედოთ ცხოვრებას რაც შეიძლება ჰარმონიულად.