2 ივნისის იუბილარი

2 ივნისის იუბილარი

ივნისის თვეს სხვაგვარად ქალღმერთ იუნონას თვედაც მოიხსენიებენ. იუნონა რომაულ მითოლოგიაში ქორწინების, დედობისა და ზოგადად ქალური საწყისის მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორულ ურთიერთობებს განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.

როგორია 2 ივნისს დაბადებული ადამიანი

2 ივნისს დაბადებული ადამიანები, შემოქმედებითები და გამჭრიახები არიან. მათ კარგად ეხერხებათ წვრილმანების შემჩნევა და ნებისმიერი საქმის დეტალებში ჩაღრმავება. ამიტომ, კარგად ართმევენ თავს ერთი შეხედვით რუტინულ სამუშაოს (მაგ. იუველირის პროფესია, ქირურგია). თუმცა, ზუსტად ეს დეტალურობა ხდება ზოგჯერ მიზეზი იმისა, რომ ისინი წვრილმანებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ და ვერ ახერხებენ გლობალურად აღიქვან შექმნილი სიტუაცია.