* არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა.
* მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები.
* კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად.
* ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ.
* გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ.
* მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
* ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
* ამ დღეს დაბადებული ბავშვი ნიჭიერ, ალალი და საქმოსანი იქნება, მაგრამ ცინიკოსი. დიდხანს იცოცხლებს
* ამ დღის ქვებია: ცისფერი ნეფრიტი, საფირონი და ქარვა.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე მერწყულში
* გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, აპენდიქსზე (ბრმა ნაწლავი) პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე.
* არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
* კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
* მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
* გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.