ისტორიული წყაროების მიხედვით, მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც... და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
2 მაისს დაბადებული ადამიანები დაბადებიდანვე კარგი ფსიქოლოგები არიან. ისინი ფლობენ შესანიშნავ ინტუიციას და შორსმჭვრეტელობის უნარს, ამიტომ მათი მოტყუება ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება რომ ისინი თავიანთ ამ უნარს, სხვებზე მანიპულაციის მიზნით იყენებენ, რასაც მათ ცხოვრებაში პრობლემები შეიძლება მოჰყვეს.