ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 16:37-ზე, მთვარე თევზებში გადავა 22:48-ზე
რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
ვერძი: გამოგიჩნდებათ ახალი სასიყვარულო პარტნიორი; გამორიცხული არაა, ზოგიერთმა გადაწყვიტოთ შვილის გაჩენა. საღამო დაუთმეთ ფსიქოლოგიური, ეზოტერიკული მეცნიერებების შესწავლას.
კურო: დაკვირვება გამრთებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ თქვენ საფულეს. მოერიდეთ ვირუსიან ადამიანებთან კონტაქტს. საღამო საყვარელ ადამიანთან რომანტიკულად გაატარეთ.
ტყუპი: ცვლილებები მოსალოდნელია სამსახურის სფეროში. კარგად გაერკვიეთ რას ითხოვენ თქვენგან გარშემო მყოფები. ზოგიერთი კი შეიძლება ახალი შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ.
კირჩხიბი: თუ კრედიტის აღებას აპირებთ, კარგად გაერკვიეთ დეტალებში. გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის. ესტუმრეთ ფიტნესკლუბს, აუზს. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. დააინტერესეთ ინტელექტუალური თამაშებით.
ლომი: საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღეა. მშვიდად გაერკვიეთ სიტუაციაში და ეცადეთ, ემოციების გარეშე გასცეთ ყველას პასუხი. იყავით მზრუნველი შვილების მიმართ.
ქალწული: ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ რამის შესწავლა, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე დასწრება. სადაც გაიჩენთ ახალ მეგობრებს.
სასწორი: მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მაგრამ ნუ გაახმოვანებთ იმას, რისი გამოძიებაც შეძელით. შეეხმიანეთ თქვენთვის საინტერესო და საყვარელ ადამიანებს.
მორიელი: გააუმჯობესებთ დამოკიდებულებას საქმიან პარტნორებთან, კოლექტივთან, რაც დაგეხმარებათ საქმეების უკეთესად შესრულებაში. ნუ ეტყვით დახმარებაზე უარს მათ, ვინც მოგმართავთ.
მშვილდოსანი: არ იზარმაცოთ, მაგრამ რთულ ვალდებულებებს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. საუკეთესო დღეა მეგობრებთან შესახვედრად. ინტერნეტში საჭირო ინფორმაციების მოსაძიებლად.
თხის რქა: საქმიანი შეხვედრების დღეა. იყავით დაკვირვებული ახალი ინფორმაციის მიღებისას. დაკვირვება გმართებთ მგზავრობისას, მიმოწერისას. დაკვირვებით გააფორმეთ დოკუმენტები.
მერწყული: აკეთეთ ის საქმე, რაც წარმატებას, მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. ზოგიერთი გავლენიანი ადამიანების ზემოქმედების ქვეშ მოექცევით. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.
თევზები: დრო და ენერგია თანაბრად გადაანაწილეთ. გაათმაგებული ყურადღება გამოავლინეთ თანხის გადარიცხვისას. შეეხმიანეთ უცხოეთში მცხოვრებ მეგობრებს, ახლობლებს.