2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს საკუთარ საქმეებზე წინ ახლობლების საქმეები უნდა დააყენოთ. მეტი ყურადღება გმართებთ საოჯახო საქმეებისა და ოჯახის წევრების მიმართ.

ტყუპი

ყოველდღიური საქმეები მოსაწყენი მოგეჩვენებათ და დღის პირველ ნაწილს ექსპერიმენტებს დაუთმობთ. საოჯახო სადილი კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. ნუ იქნებით უხეში ახლობლების მიმართ.

კირჩხიბი

ახლობლებისა და ოჯახის წევრებისგან დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ. მაგრამ ახალი იდეების განხორციელებას, საქმეში ფულის დაბანდებას არ გირჩევთ. კარგი დღეა მეგობრებთან, საქმიან პარტნიორებთან ერთად მხიარულება, მგზავრობა.

ლომი

მოერიდეთ ყოველგვარ კონფლიქტს. საქმიანი და რომანტიკული პარტნიორების მიმართ მეტი მოთმინება გმართებთ. მეტი დრო დაუთმეთ ჰობის, სასიამოვნო გასართობს. კარგი დღეა მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასაგზავრებლად.

ქალწული

სურვილი გაგიჩნდებათ, თქვენთვის საყვარელ ადამიანებს ასიამოვნოთ, სიურპრიზი მოუწყოთ. დღეს შეიძლება საკუთარ თავში კიდევ ერთი ნიჭი აღმოაჩინოთ. მის განსავითარებლად ინტერნეტში მოიძიეთ მასალა ან პედაგოგი დაიქირავეთ.

სასწორი

თავგადასავლებისა და ავანტიურის დღეა. არავინ მოგატყუოთ. მოერიდეთ საეჭვო პირებთნ ურთიერთობას. საღამოს მაქსიმალური ყურადღება გმართებთ.

მორიელი

ისეთი გრძნობა დაგეუფლებათ. თითქოს გარშემო მყოფებს თქვენი გამოცდა უნდათ. ამიტომ, მოთმინებით აღიჭურვეთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მეგობარს შეხვდეთ, რომელთან ერთადაც მშვენიერ დროს გაატარებთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, გარშემო მყოფებმა რჩევებით თავგზა არ აგიბნიონ. ისე იმოქმედეთ, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ. დილა კორპორაციულ საქმეებს, საღამო კი ოჯახსა და შვილებს მიუძღვენით.

თხის რქა

მსუბუქი და მშვიდი დღე გელით. მეტად დაისვენეთ. ნუ წამოიწყებთ გრძელვადიან საქმეებს. საღამოს, მხიარული ვახშამი საინტერესო ამბების თანხლებით ჩაივლის.

მერწყული

დღეს ყველა საშუალება მოგეცემათ გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები, შელახული რეპუტაცია. კარგი დღეა ვარჯიშისთვის, მეტი ყურადღება მიაქციეთ კვებას.

თევზები

გააზრებულად იმოქმედეთ. გაანალიზეთ ყოველი სიტყვა და ნაბიჯი. რადგან საქმე მხოლოდ თქვენ კი არა, გარშემო მყოფებსაც ეხებათ და მათზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით