კურო
მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. შეყვარებულებს საინტერესო ცვლილებები ელით პირად ცხოვრებაში. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
ტყუპი
დღეს თქვენი სურვილები თქვენი ჩარევის გარეშე ასრულდება. აგრეთვე კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად, თუ არ დაგეზარებათ, რა თქმა უნდა.
კირჩხიბი
სამსახურის საქმეები გვერდზე გადადეთ და მთელი დღე ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს მიუძღვენით. საღამოს ნათესავებს შეეხმიანეთ.
ლომი
ნათესავებთან ერთად, მშვიდ ატმოსფეროში, მოაგვარეთ სამემკვიდრეო საკითხები. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს; ფულის ხარჯვას ძვირფასეულობებზე.
ქალწული
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. დღეს მათთვის ავტორიტეტი იქნებით და შეკამათებასაც ვერ გაგიბედავენ.
სასწორი
ნუ ელით გარშემო მყოფებისგან დახმარებას. ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროთ. აი, თქვენ კი მოგიწევთ სხვების მაგივრად მუშაობა.
მორიელი
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. ჰობისთვის. შეიძლება ახლობლებმა რჩევისთვის მოგმართონ. აგრეთვე, ზოგიერთებს საჩუქრები და სიურპრიზები ელით.
მშვილდოსანი
თუ იჯდებით და დაელოდებით, ვერაფერს მიაღწევთ. ადექით და იმოქმედეთ საკუთარი და გარშემო მყოფების საკეთილდღეოდ.
თხის რქა
დღეს მაინც ნუ იფიქრებთ სამსახურის საქმეებზე, გამოიძინეთ; შეხვდით მეგობრებს, შეეხმიანეთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებს.
მერწყული
დღეს შეიძლება ან უჩვეულო ვითარებაში აღმოჩნდეთ, ან უჩვეულო საქმეების შესრულებამ მოგიწიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღებით იმოქმედეთ.
თევზები
კარგი დღე ელით ტურიზმისა და სარეკლამო სფეროს თანამშრომლებს. აგრეთვე, სასარგებლოა ახალი ცოდნის მიღება, ახლობლებთან ერთად სამომავლო გეგმების განხილვა.