კურო
გადაწყვეტილებები ისე მიიღეთ, რომ ნერვებიც ნაკლებად მოიშალოთ და ფულიც ნაკლები დაგეხარჯოთ. მოერიდეთ ინსტრუმენტებისა და ტექნიკის შეძენას.
ტყუპი
აქტიური ხართ და საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. მოერიდეთ სულიერ და ფიზიკურ ტრავმებს. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ირონიას, კრიტიკას.
კირჩხიბი
საქმეებით დატვირთული დღე გელით. დაფიქრდით, იქნებ ზედმეტი ვალდებულება გაქვთ აღებული საკუთარ თავზე? გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ ზედმეტ აზარტს, ძლიერმოქმედი მედიკამენტების მიღებას.
ლომი
წარმატებული დღე გელით, მეტად გააქტიურდით. ყველა რთულ საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. საღამო თანამოაზრეებთან ურთიერთობას დაუთმეთ. განიხილეთ მიღწევები.
ქალწული
მიზანმიმართულად იმოქმედეთ. მოერიდეთ გაღიზიანებას, პროვოკაციას. საკუთარი მიღწევები მხოლოდ თქვენ მიმართ კეთილგანწყობილ ხალხს გაუზიარეთ. საღამო სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ.
სასწორი
მხოლოდ ის საქმე აკეთეთ, რაც თქვენ მოგიტანთ წარმატებას, გაგახარებთ და არა ის, რაც სხვებს ესიამოვნებათ. იყავით მეტად კონცენტრირებული საკუთარ მიღწევებზე.
მორიელი
დილა აქტიურ ქმედებებს დაუთმეთ. იყავით დაკვირვებული, ფული მოზომილად ხარჯეთ. მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურას. დაფიქრდით, სანამ რამე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ.
მშვილდოსანი
დინჯად და ყურადღებით აკეთეთ თქვენი საქმე. პარტნიორებთან მშვიდად და მათთვის გასაგებად ისაუბრეთ. დიპლომატიურო გმართებთ ახლობლებთანა, თუ მათი დაკარგვა არ გსურთ.
თხის რქა
მთელი ყურადღება საკუთარ პროექტებზე გადაიტანეთ; სხვების საქმეებს კი შორიდან დააკვირდით. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან.
მერწყული
დღეს სხვებზე ზრუნვა და მათი დაცვა მოგიწევთ. შეიძლება თავგადასავალმაც გაგიტაცოთ. საყვარელი ადამიანი მსუბუქ ავანტიურაში აიყოლიეთ. ეს კიდევ უფრო გაგიუმჯობესებთ ურთიერთობას.
თევზები
კონკრეტული საქმეები და ვალდებულებები აკეთეთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმებლობას. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან.