ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 06:57-ზე, ხოლო მთვარის პირველი დღე 22:49-ზე, მთვარე სასწორშია
მთვარის ოცდამეათე დღე ყოველთვის არ დგება. ეს ჰარმონიის, სიყვარულის, მონანიებისა და პატიების დღეა. დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საღამოს აკონტროლეთ ემოციები, დაისვენეთ. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. უარი თქვით სმასა და სიგარეტზე. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. გაუფრთხილდით თირკმლებს. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
ვერძი
თქვენი პროფესიული უნარების დემონსტრირება, გეგმებზე საუბარი და იდეების გაზიარება გჭირდებათ. ასეთი აქტივობა სამსახურში პოზიციის განმტკიცებასა და კარიერულ კიბეზე ასვლაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია დაუგეგმავი შემოსავლის მიღება.
კურო
დღეს გარემოებები სწრაფად შეიცვლება, ამიტომ მოგიწევთ მათთან ადაპტირება და ინტუიციურად მოქმედება. მოუსმინეთ თქვენს სხეულს, დაისვენეთ, რათა შეინარჩუნოთ ძალა და ენერგია. ვარსკვლავები გირჩევენ არ დაარღვიოთ წესები და შეთანხმებები.
ტყუპი
წარმატებული დღეა. ვარსკვლავები თქვენ გვერდით არიან, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღება და რთული საკითხების მოგვარება. შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები. შეხედეთ ყველაფერს, რაც ხდება პრაქტიკული თვალსაზრისით.
კირჩხიბი
მოემზადეთ აქტიური და დატვირთული დღისთვის. უამრავი ამოცანის გადაჭრა და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება მოგიწევთ. მიეცით დახმარება და მხარდაჭერა მათ, ვისაც ეს სჭირდება. აკონტროლეთ თქვენთვის ემოციები.
ლომი
გარშემო მყოფებს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდებათ. ნუ იტყვით უარს მათზე: ეს შეგმატებთ თავდაჯერებულობას და გაგიუმჯობესებთ განწყობას. დაძაბულობის მოხსნა 2 ოქტომბერს სასიამოვნო კომუნიკაციით შეგიძლიათ.
ქალწული
უარი თქვით ნებისმიერ სარისკო საქმიანობაზე, არ დაეთანხმოთ შეთავაზებებს, რომლებშიც არ ხართ დარწმუნებული. უპირატესობა მიანიჭეთ ნაცნობ სამუშაოს, არ ჩაატაროთ ექსპერიმენტები. უნდა იმოქმედოთ წესების მიხედვით.
სასწორი
დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება თქვენს ნიშანში ხდება. ახალი და საინტერესო ეტაპი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში. ახალი იდეების განხორციელება უახლოესი დღეებიდან შეგეძლებათ. დღეს კი პასუხისმგებლობა და თვითდისციპლინა დაგეხმარება შესანიშნავი შედეგების მიღწევაში. იმოქმედეთ ისე, როგორც მიჩვეული ხართ, ნუ შეცვლით ჩვეულ განრიგს. ახლობელ ადამიანს მხარდაჭერა დაგჭირდებათ. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი იფიქროთ სხვა ადამიანების სურვილებზე და გაითვალისწინოთ მათი ინტერესები. დაფიქრდით იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს კარიერაზე ან გუნდში ავტორიტეტზე. იყავით თავაზიანი, ნუ მოახდენთ ზეწოლას მოწინააღმდეგეზე.
მშვილდოსანი
იყავით შერჩევითი თანამოსაუბრეების ან თანაშემწეების ძიებაში. ნეგატიურმა ადამიანებმა შეიძლება გაგიფუჭონ განწყობა და ჩხუბის პროვოცირება მოახდინონ. დღეს მნიშვნელოვანი საქმეები არ უნდა დაგეგმოთ: გარემოებები სწრაფად შეიცვლება და მოგიწევთ ადაპტაცია.
თხის რქა
დღეს მოგიწევთ ფინანსური საკითხების მოგვარება, ფულის გამომუშავებისა და დაზოგვის გზების ძიება. მოერიდეთ არასაჭირო შესყიდვებს. საღამო მშვიდ, შინაურულ გარემოში გაატარეთ, ახალი არაფერი დაგეგმოთ.
მერწყული
წარმატებული დღის უზრუნველსაყოფად, შეადგინეთ მკაფიო გეგმა და მკაცრად მიჰყევით მას. შეძლებთ ენერგიისა და დროის განაწილებას და ყველა დავალების შესრულებას. უმჯობესია შეზღუდოთ კომუნიკაცია და უფრო მარტომ იმუშაოთ, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები.
თევზები
დღეს უნდა დაიკავოთ დაკვირვებული პოზიცია და არ ჩაერიოთ იმაში, რაც თქვენ გარშემო ხდება. ბევრი პრობლემა ისედაც მოგვარდება თქვენი მონაწილეობის გარეშე. ახლობელმა ადამიანებმა შეიძლება გაგაბრაზონ უყურადღებობით ან გულგრილობამ.