2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 21:13-ზე, მთვარე ვერძშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას. კარგია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტი.

ვერძი

მოემზადეთ დღეს გეგმები მუდმივად უნდა შეიცვალოს. განწყობაც ცვალებადი იქნება, ამიტომ აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რომ ზედმეტი არ თქვათ. პირად ურთიერთობებში შესაძლებელია დაძაბულობა, პარტნიორის მიმართ გრძნობების გაცივება. სიტუაცია მალე გამოსწორდება, გაგებით მოეკიდეთ ყველაფერს.

კურო

დღე რთული და კონფლიქტურია. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კამათის გამწვავება, არ ჩაერთოთ სხვებთან შეტაკებაში. ესაუბრეთ მხოლოდ ახლო ადამიანებთან და ისიც ნეიტრალურ თემებზე. ჰობი დაგეხმარებათ დაისვენოთ და თავი დააღწიოთ პრობლემებს: დღეს შეგიძლიათ შექმნათ რაიმე ღირებული.

ტყუპი

მეტი დრო დაუთმეთ იმ საქმეებს, რაც მოგწონთ და ნამდვილად გსიამოვნებთ. დაძაბულობის დაძლევაში თქვენი ჰობი ან ფიზიკური შრომა დაგეხმარებათ. უმჯობესია დღე განმარტოებით გაატაროთ, იფიქროთ თქვენს მიზნებსა და პრიორიტეტებზე, დასახეთ ახალი გეგმები.

კირჩხიბი

გირჩევთ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ შემოქმედებით საქმიანობას, თქვენს საყვარელ გატაცებას. ეს დაგეხმარებათ ემოციური სტრესის მოხსნაში, რაიმე მნიშვნელოვანზე დაფიქრებაში და თავდაჯერებულობის მოპოვებაში. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაალაგოთ ბინა, მოაწესრიგოთ კარადა.

ლომი

გადადეთ სამუშაო, რომელიც მოიცავს ფიზიკურ სტრესს. განწყობა ხალისიანია და გარშემო მყოფებსაც დამუხტავთ პოზიტივითა და თავდაჯერებულობით. შესაძლებელია საინტერესო რომანტიკული შეხვედრაც. თქვენი მონდომება წარმატებამდე მიგვიყვანთ.

ქალწული

ახალი შესაძლებლობები, რომლებიც დღეს გამოჩნდება, წარმატებული იქნება თქვენთვის. შეარჩიეთ თქვენი კომპანიისთვის არაჩვეულებრივი, ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შთაგაგონონ ან გაგიჩინონ ახალი იდეები. საღამო გაატარეთ საინტერესო გარემოში.

სასწორი

მალე ცვლილებები მოვა თქვენს ცხოვრებაში, ასევე გაიხსნება ახალი შესაძლებლობები, რაც მოითხოვს სწრაფ რეაქციას და ენერგიის ხარჯვას. ამიტომ გამოიყენეთ ეს დღე დასვენებისთვის, ძალების აღსადგენად. შესაძლოა, გეწვიოთ საინტერესო აზრები ან იდეები.

მორიელი

დღეს არის დაპირებების შესრულების, ვალების დაბრუნებისთვის შესაფერისი დღე. ახლობელი ადამიანი დახმარებისთვის მოგმართავთ და დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ მისი პრობლემების მოსაგვარებლად. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, მინიშნებებს.

მშვილდოსანი

გირჩევთ, დღე აქტიურად, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. კარგი განწყობა დაეხმარება გაერთოთ წვეულებაზე და შეუქმნათ სხვებს პოზიტივი. ეს არის შესაფერისი დრო, რომ თავი დააღწიოთ ბალასტს, რომელიც ხელს გიშლით წინსვლაში.

თხის რქა

თქვენი კეთილდღეობა და თუნდაც ფინანსური მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ემოციები ჭარბობს თქვენში დღეს. თქვენთვის სასარგებლო იქნება ემოციური დასვენება, დღის კომფორტულად გატარება, სხვებთან კამათის და ურთიერთობის დალაგების გარეშე. გააკეთეთ ყველაფერი მოზომილად, ნელა, ისე, რომ არ ინერვიულოთ.

მერწყული

ამ დღეს შეგიძლიათ ჩაერთოთ რაიმე სახის თავგადასავალში ან სარისკო წამოწყებაში. იმისათვის, რომ არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, ჯობია ყველაფერში ფრთხილად იყოთ და მოერიდოთ აზარტულ თამაშებშს. პირად ურთიერთობებში შესაძლებელია კამათი და გაუგებრობა.

თევზები

დღეს გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. შეგიძლიათ დრო გაატაროთ დივანზე ტელევიზორის წინ, ან შეხვდეთ მეგობრებს ხმაურიან წვეულებაზე. ვიღაცას სურს ჩაერიოს თქვენს გეგმებში და მანიპულირება მოახდინოს, ნუ აჰყვებით პროვოკაციას.