კურო
საქმეები ან ურთიერთობები სხვა ეტაპზე გადაიყვანეთ. დღე სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. საუბრისას ეცადეთ, მნიშვნელოვანი ინფორმაციები არ გამოგრჩეთ.
ტყუპი
ახალი იდეების მიმართ ყურადღებით იყავით. საყიდლები კარგია დღის მეორე ნახევარში. საღამო ოჯახის წევრებთან ერთდ გაატარეთ ან კულტურული ღონისძიება დაგეგმეთ.
კირჩხიბი
მოერიდეთ რთულ სამუშაოს. დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ გარშემო მყოფებს. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა.
ლომი
ეცადეთ, დღეს ყველაფერი მოასწროთ: მუშაობაც, შეხვედრებიც, მიმოწერაც, პაემანიც. კარგი დღეა სამოსის საყიდლად, იმიჯის შესაცვლელად.
ქალწული
სამსახურის საქმეებსა და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დღეა. იაქტიურეთ, შეხვდით მეგობრებს, კარგია მიმოწერა.
სასწორი
გაისტუმრეთ ვალები და შეასრულეთ დანაპირები. დილით ივარჯიშეთ; საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
მორიელი
კარგი დღეა ფლირტისა და რომანტიკისთვის. მოსალოდნელია ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბება ან ძველის სხვა ეტაპზე გადაყვანა. გაგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები, გეგმები.
მშვილდოსანი
ყველა საქმეს ოჯახის წევრების დახმარებით მოაგვარებთ. იკონტაქტეთ იმ ადამიანებთან, ვისაც თქვენთვის სტიმულის მოცემა, ახალი იდეებისა და ინფორმაციების მოწოდება შეუძლია.
თხის რქა
დღეს თქვენი დღეა. აგისრულდებათ, რაზეც ოცნებობდით, გაგიადვილდებათ საქმეების შესრულება. ეცადეთ, გათავისუფლდეთ უსიამოვნო მოგონებებისგან.
მერწყული
კარგი დღეა ახალი გეგმებისა და იდეების ჩამოსაყალიბებლად. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს სპონსორის, ადამიანი, რომელიც ყველაფერში დაგეხმარებათ. მიხედეთ ჯანმრთელობას, ისეირნეთ.
თევზები
კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად, ქალაქგარეთ გასამგზავრებლად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ივარჯიშეთ, მიიღეთ ვიტამინები.