სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:23-ზე, მთვარე თევზებში გადავა 02:51-ზე
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. ეს ის დღეა, როცა აკრძალული არაა არც ერთი პროდუქტის მიღება. თუმცა, მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
ვერძი
დღეს საოჯახო საქმეები პირველ ადგილზე იქნება. ეცადეთ იყოთ უფრო მშვიდი და თავაზიანი სხვებთან, მაშინაც კი, თუ რამე გაღიზიანებთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს ან შეკრებებს.
კურო
კარგი დღეა, იგრძნობთ ემოციურ შვებას და სიმშვიდეს. შეძლებთ ძველი კონფლიქტების დასრულებას, გაგიუმჯობესდებათ თვითშეფასება და გაგიჩნდებათ სასიხარულო თემები ოჯახთან სასაუბროდ. მოკლე მოგზაურობები სასიამოვნო იქნება.
ტყუპი
ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის თემა ფინანსური თუ საშინაო საკითხები იქნება. საჭირო იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტის განხილვა, გადაწყვეტილებების მიღება. 20 აგვისტოს მეტი ყურადღება მიაქციეთ მშობლებსა და ხანდაზმულ ნათესავებს.
კირჩხიბი
დღეს თქვენი აქტიურობა პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობაზე. თუ რამე გაწუხებთ, შეეცადეთ გაარკვიოთ და იმკურნალოთ. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება მეგობრებს, ჰკითხეთ მათ რჩევა. საღამო მარტომ არ უნდა გაატაროთ.
ლომი
კარგი იქნება განმარტოება, ბუნებაში ყოფნა და პრობლემებისგან დასვენება. შეცვალეთ დამოკიდებულება ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ, დაიკავეთ დაკვირვებული პოზიცია ან ცოტა ხნით შეამცირეთ აქტივობა.
ქალწული
თქვენი ენერგიის დონე დღეს მაღალია. თუმცა, ის, რაც ხდება, ხშირად უარყოფით ემოციებს და გაღიზიანებას იწვევს. შეიძლება მოგიწიოთ კონკურენტებთან ჩხუბი და ბიზნესპარტნიორებთან ცხარე დისკუსიების დაწყება. უფრო ხშირად ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებს, მიიღეთ მათგან მხარდაჭერა.
სასწორი
გაზრდილი იქნება ნერვიულობა ან გაღიზიანება. ყურადღება გაამახვილოთ ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მოძებნეთ ერთგული თანამოაზრეები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი დახმარება რთულ სიტუაციაში.
მორიელი
გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ გარემოებები თქვენს სასარგებლოდ. 20 აგვისტოს ფანტაზია და პრობლემის გადაჭრის უჩვეულო მიდგომა დაგეხმარებათ. ეცადეთ იყოთ მეგობრული და არ იჩხუბოთ სხვებთან. შეინარჩუნეთ კავშირი ძველ მეგობრებთან.
მშვილდოსანი
შეეცადეთ იყოთ ფრთხილად ყველაფერში, რასაც აკეთებთ. დღე ტრავმის რისკი გაზრდილია. ასევე, 20 აგვისტოს, ფრთხილად იყავით თქვენი გეგმების ან იდეების გაზიარებისას: ვინმემ შეიძლება გამოიყენოს ისინი სათავისოდ.
თხის რქა
გულწრფელი კომუნიკაცია ნათესავებთან და პირადი თემების განხილვა ხელს შეუწყობს ყველა საკამათო საკითხის გარკვევას და კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას. თუ უცხოელებთან ურთიერთობთ, იყავით თავაზიანი და დიპლომატიური.
მერწყული
ყურადღებიანი უნდა იყოთ სხვა ადამიანების განწყობის ან საჭიროებების მიმართ. გაითვალისწინეთ კოლეგების ან ქვეშევრდომების მოსაზრებები და შესაძლებლობები. საღამოს დაისვენეთ თბილ ოჯახურ გარემოში, აღიდგინეთ ძალა და სიმშვიდე.
თევზები
იყავით პოზიტიური და უფრო მშვიდი იმის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება. კარგია, თუ მოახერხებთ კონფლიქტების თავიდან აცილებას და კარგი, მშვიდი განწყობის შენარჩუნებას. ნუ იქნებით გულწრფელი, განსაკუთრებით, თუ თემა პირად ცხოვრებას ეხება.