ავტორი:

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 23:38-ზე, მთვარე ტყუპშია

დღეს კარგია ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.

ვერძი: პროფესიული საქმეები აკურატულობას მოითხოვს. მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან შეხვედრის და მხიარულების დღეა. მოაწყვეთ საინტერესო საღამო.

კურო: გამარჯვებისთვის ყველა ხერხი უნდა გამოიყენოთ. მიმართეთ საჭირო ადამიანებს და მათი მხარდაჭერით ყველა საკითხს მოაგვარებთ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი.

ტყუპი: მოერიდეთ "ცხელ გულზე" გადაწყვეტილებების მიღებას. განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის მიმართ. ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ ყველაფერი. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

კირჩხიბი: საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელოდებათ. ნუ აჩქარდებით, დაკვირვებით იმოქმედეთ. მოაწყვეთ ექსკურსია, მოინახულეთ საინტერესო ადგილები.

ლომი: საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. მიიღებთ საჭირო ცნობებს. საღამო მეგობრებთან ერთად, მხიარულად გაატარეთ.

ქალწული: ნუ მოგერიდებათ რჩევის კითხვა გამოცდილი და მცოდნე ადამიანებისთვის. მათი გამოცდილება და თქვენი შეხედულებები დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

სასწორი: შეხვედრებითა და მოვლენებით დატვირთული დღე გელოდებათ. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ და შეიძლება დაიწყოთ სარფიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა.

მორიელი: არ იფიქროთ ვალდებულებებზე, დაისვენეთ. ბავშვების მიმართ მეტად მზრუნველი უნდა იყოთ. ერთად დაგეგმეთ და გაატარეთ უქმეები. აუსრულეთ საყვარელ ადამიანს დანაპირები.

მშვილდოსანი: ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას. განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს მატერიალური საკითხების მოგვარება. პარტნიორთან შეთანახმებულად იმოქმედეთ.

თხის რქა: დაფასდება თქვენი შრომა და გარშემო მყოფების შექებას დაიმსახურებთ. ახალგაცნობილი ადამიანების შეფასებისას ნუ აჩქარდებით, ჯერ კარგად დააკვირდით. საღამო უმჯობესია, შინ, ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატაროთ.

მერწყული: თუ მოთმინებით აღიჭურვებთ, ნებისმიერ ადამიანთან გამონახავთ საერთო ენას. იყავით დაკვირვებული თუ ონლაინ მუშაობთ. აგრეთვე სასიყვარულო და საქმიანი მიმოწერისას.

თევზები: მოგიწევთ რთული, მაგრამ საინტერესო საქმეების მოგვარება. გარშემო მყოფები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან. შეიძლება მოულოდნელ ადგილას შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ადამიანს.