კურო
სამსახურის საქმეები ორშაბათისთვის გადადეთ, დღევანდელი დღე კი საოჯახო ვალდებულებების შესრულებას დაუთმეთ. ან გამოასწორეთ ძველი ურთიერთობა, ან დაიწყეთ ახალი რომანი.
ტყუპი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. მეტად დაისვენეთ. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. საყვარელ ადამიანთან მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას.
კირჩხიბი
თქვენს ტვინს სამსახურის საქმეებისგან დასვენება სჭირდება. ძილის წინ ფეხით გაისეირნეთ. მოერიდეთ პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანას.
ლომი
ენერგიით აღსავსე ხართ. საქმიან პარტნიორებს მეგობრულ გარემოში შეხვდით. ნუ ხართ საყვარელი ადამიანის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი, ეგოისტური.
ქალწული
კარგი დღეა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად ღიმილიანი, მოსიყვარულე.
სასწორი
იყავით მეტად კომუნიკაბელური. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას, კამათს საყვარელ ადამიანთან.
მორიელი
მოაგვარეთ ის საქმეები, რაც წინსვლაში გიშლით ხელს. ნუ განმარტოვდებით. შეეხმიანეთ მეგობრებს, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მშვილდოსანი
ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებს მოგვარებისას, ვაჭრობისას. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. გაანებივრეთ ყურადღებით, მზრუნველობით.
თხის რქა
შეეხმიანეთ მეგობრებს, ქალაქგარეთ გაემგზავრეთ, დაისვენეთ. თუ მუშაობა გადაწყვიტეთ, საღამომდე დაასრულეთ საქმეები, რათა მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით.
მერწყული
მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ნუ ფიქრობთ, ზოგჯერ სხვებზეც იფიქრეთ. საყვარელ ადამიანთან რომანტიკული პაემანი დაუვიწყარი იქნება.
თევზები
მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება მოგეცემათ. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ რომანტიკით, მზრუნველობით. დღეს კარგია ვარჯიში, ფეხით სეირნობა.