20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის პირველი დღე დაიწყება 08:12-ზე, მთვარე კუროშია

დღეს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა. იყავით პოზიტიური, მომართული სიკეთის კეთებაზე. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. დააკვირდით მოვლენებს, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. აკონტროლეთ წნევა. არ გადაღალოთ თვალები და არ გადატვირთოთ კუჭი.

ვერძი

წარმატება მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოვა თუ არ დაელოდებით ბედის საჩუქრებს, არამედ იმუშავებთ დიდხანს და დაუღალავად, მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით. შეიძლება იყოს სირთულეები საქმიან და პირად კონტაქტებში, სხვებთან საერთო ენის პოვნა ჩვეულებრივზე რთულია. განსაკუთრებით მომთმენი იყავით უფროს ნათესავებთან: თუ დღეს მათ ეჩხუბებით, ურთიერთგაგების აღდგენა გაგიჭირდებათ.

კურო

ნაკლები უნდა ილაპარაკოთ და მეტი გააკეთოთ – დღეს ეს არის წარმატების მთავარი პირობა. თქვენ ბევრს ფიქრობთ მომავალზე და ამიტომ კარგავთ აწმყოს ზოგიერთ მოვლენას. იყავით უფრო ყურადღებიანი და მიხვდებით, როგორ ისარგებლოთ არსებული სიტუაციიდან, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში განახორციელოთ თამამი გეგმები.

ტყუპი

თქვენთვის ადვილი იქნება სხვების სიმპათიის მოპოვება, დამხმარეების და მოკავშირეების პოვნა. არავის შეუძლია აღუდგეს თქვენს ხიბლს. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიების დაწყება. საჯარო გამოსვლა კარგია. არ არის გამორიცხული, დღეს ხელმძღვანელობამ გაიგოს, რისი უნარიც გაქვთ და კარიერული სიმაღლეებისკენ მიმავალი გზა გაიხსნას თქვენ წინაშე.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა პროფესიული თვალსაზრისით. ყველაფერს, რასაც სამსახურში აკეთებთ, წარმატებას მოგიტანთ. თქვენ შეგიძლიათ და უნდა გამოავლინოთ ინიციატივა. დაამყარებთ სასარგებლო კონტაქტებს, შეიძენთ ახალ დამხმარეებს და მოკავშირეებს. არ არის გამორიცხული სირთულეები და დაგვიანება დოკუმენტების მომზადებაში, მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს.

ლომი

ხელსაყრელი დღეა, შესაფერისია ადრე გაკეთებული საქმეების დასასრულებლად. სიფრთხილით მიუდექით ახალ დავალებებს, შეეცადეთ კარგად დაფიქრდეთ და განჭვრიტოთ ყველაფერი. შესაძლებელია მიიღოთ ანაზღაურება იმ სამუშაოსთვის, რომელიც ადრე გააკეთეთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა კარგად ვითარდება, შეგიძლიათ ღიად ისაუბროთ იმაზე, რაც გაწუხებთ.

ქალწული

არ იჩქაროთ. ეს დღე საგულდაგულოდ გააზრებულ, კარგად დაგეგმილ ქმედებებს მოითხოვს. შესაძლებელია მცირე ფინანსური ზარალი. არ არის გამორიცხული საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და საკომუნიკაციო საშუალებების გაფუჭება. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ იმედი გაგიცრუეს ან უბრალოდ ცუდი რეპუტაცია აქვთ. სასურველია თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

სასწორი

მძიმე და სტრესული დღეა. თუმცა, თუ სწორად დალაგდებით, გაუმკლავდებით რამდენიმე რთულ შემთხვევას და მოაგვარებთ საკითხებს, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ზოგიერთ სასწორს გექნებათ შანსი გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. დღე შესაფერისია შორიდან ჩამოსულ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის - ეს ეხება როგორც საქმიან, ასევე პირად სფეროებს. თუ შესაძლებელია, არ უთხრათ უარი დახმარებაზე ახლობლებს.

მორიელი

დღის ემოციური ფონი არამდგრადია, განწყობა ხშირად იცვლება, ძალიან მკვეთრად რეაგირებთ იმაზე, რაც ირგვლივ ხდება. რთულია საქმიან და პირად ინტერესებს შორის ზღვარის გავლება. სირთულეების დაძლევას მოთმინება და სიმშვიდე დასჭირდება; საღამოს მოსალოდნელია საჩუქრები.

მშვილდოსანი

მშვიდი დღეა. შეიძლება ზოგიერთ მშვილდოსანს მოეჩვენოს, რომ ცხოვრებაში აბსოლუტურად არაფერი ხდება, მაგრამ სინამდვილეში, მოვლენები უბრალოდ ძალიან ნელა ვითარდება და, მართლაც, ზოგიერთი ცვლილება ძნელი შესამჩნევია. დღეს შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ წარსულის ქმედებების შეჯამებაზე და ანალიზზე. შესაძლებელია ისეთი ურთიერთობების აღდგენა, რომლებიც ოდესღაც გაურკვეველი ან არასერიოზული მიზეზების გამო შეწყდა. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, არ იფიქროთ, რომ ამჯერად ყველაფერი მარტივად გამოვა, რადგან ბევრი ძველი პრობლემა გადაუჭრელი დარჩა.

თხის რქა

დღის პირველი ნახევარი შესანიშნავი დროა კომუნიკაციისთვის. შესაძლოა ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისი. მეტოქეები და მოწინააღმდეგეები შეიძლება გახდნენ მოკავშირეები; შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში ისინი ნამდვილ მეგობრებად გადაიქცნენ. დღის მეორე ნახევარში, კარგია განმარტოება, მშვიდ ატმოსფეროში მუშაობა.

მერწყული

დღე ადვილი არ არის და, ძირითადად, იმის გამო, რომ ნებისმიერ წვრილმანზე მკვეთრად რეაგირებთ. ეს ბევრ მერწყულს ხელს უშლის სამუშაოზე კონცენტრირებაში, ჩვეულებრივზე უფრო ხშირად უშვებენ შეცდომებთ. დოკუმენტების მომზადებაში შეიძლება იყოს შეცდომები, არ არის გამორიცხული მცირე ფინანსური ზარალი. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდება, სიახლეები ოჯახის წევრებთან და ძველ მეგობრებთან დაკავშირებით სასიამოვნო იქნება.

თევზები

მშვიდი და სასიამოვნო დღეა. შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც მოითხოვს ყურადღებას, კონცენტრაციას – არავინ შეგაწუხებთ, არ დაგაბნევთ. გექნებათ შესაძლებლობა ისწავლოთ რაიმე ახალი, მიიღოთ სასარგებლო გამოცდილება. ადამიანებისგან, რომლებმაც ბევრი რამ იციან ცხოვრების შესახებ, აუცილებლად მოისმენთ რაიმე საინტერესოს. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები.