20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 13:54-ზე, მთვარე ვერძში გადავა 02:47

რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.

ვერძი

ფრთხილად იყავით, რას ამბობთ და ვისთან, თუნდაც მეგობრებთან საუბრისას ან უბრალოდ ხუმრობის დროს, არასოდეს იცით, ვინ მოგისმენთ. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ პრობლემები მომავალში. ზოგი იგრძნობს, რომ მათი პარტნიორი რაღაცას მალავს. არ შეგეშინდეთ კითხვის დასმა, ეს სჯობს ფანტაზიორობას. დროა უარი თქვათ მავნე ჩვევებზე. უყურადღებობის გამო მცირე დაზიანებების საშიშროება არსებობს. ფრთხილად იყავით.

კურო

თუ თავს დაბნეულად გრძნობთ, ჰკითხეთ რჩევა გამოცდილ ადამიანებს. ცუდი არაფერია თვითკრიტიკასა და დამარცხების აღიარებაში. ასეთ მომენტებში თქვენ შეძლებთ ნახოთ ვინ არიან თქვენი ნამდვილი მეგობრები. ნუ გადადებთ ხვალამდე იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ. დივანზე დასვენების ნაცვლად, მეგობრებთან გაერთეთ.

ტყუპი

გინდათ წყნარ კუთხეში, ყველას ყურადღებისგან დაიმალოთ. ოღონდ დეპრესიას ნუ მიეცემით. შეებრძოლეთ, გაიღიმეთ და თავი ასწიეთ. მალე დაივიწყებთ თქვენს ცუდ განწყობას. უფრთხილდით პარტნიორთან კამათს. ერთფეროვანმა სამუშაომ შეიძლება დაგაძინოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ, გაიარეთ ფეხით.

კირჩხიბი

განაწყენებული რომ არ დარჩეთ, დაფიქრდით სანამ რამეს იტყვით. ზოგიერთმა უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს მომავალ საქმიანობაზე. ყურადღებით აწონ-დაწონეთ ყველა ვარიანტი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. პირად ცხოვრებაში შესაძლოა პარტნიორთან მეგობრების გამო უთანხმოება წარმოიშვას.

ლომი

ნუ ცდილობთ გაქცევას. დარჩით, იბრძოლეთ. თქვენ იცით, რომ არ ხართ სრულყოფილი, ამიტომ დიდ მოთხოვნებს ნუ დაუყენებთ პარტნიორს. იფიქრეთ თქვენს ძველ მეგობრებზე. დაუთმეთ ერთი წუთი და შეხვდით მათ, მაგალითად, ფინჯან ყავაზე. ფიზიკური აქტივობა ზოგიერთს მოწყენილობის დაძლევაში დაგეხმარებათ.

ქალწული

გაანალიზეთ რას გრძნობთ და მიხვდებით, რა გსურთ სინამდვილეში. კარგი დღეა ახალი კონტაქტების დასამყარებლად. ჭკვიანი და უნარიანი ხართ, არ შეგეშინდეთ ამის ჩვენება. თქვენი დამსაქმებლები დააფასებენ ამას, ამიტომ ყურადღება არ მიაქციოთ შურიან კოლეგებს. მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვისთან თავს უსიამოვნოდ გრძნობთ.

სასწორი

ალბათ თავს დაუფასებლად გრძნობთ. გამამხნევებელი სიტყვები ყველაზე მეტად გჭირდებათ. დაურეკეთ საყვარელ ადამიანებს ან ეწვიეთ მათ, ისაუბრეთ გულწრფელად. შეინახეთ სამუშაო იდეები თქვენთვის; ახლა მათზე საუბრის დრო არ არის. არ არის საჭირო ახალ საქმის დაწყება.

მორიელი

მოერიდეთ უსიამოვნებას, თუ თქვენი ინფორმაცია არ არის გადამოწმებული ან დასაბუთებული. ჯობია, ყველა დეტალში გაერკვიოთ. ამან შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს. თქვენი ბრწყინვის დრო მალე მოვა. მიიღეთ მოსაწვევები, იქნება ეს პაემანზე თუ უბრალოდ მეგობრებთან ერთად გართობა. შეიძლება ახლა ცუდ ხასიათზე იყოთ, მაგრამ კარგ ადამიანებს არ უნდა მოერიდოთ.

მშვილდოსანი

მარტოხელა მშვილდოსანმა შესაძლოა 20 დეკემბერს დაიწყოთ ახალი რომანი, რაზეც საუბარი არავისთან არ მოგინდებათ. ზოგი თქვენს ურთიერთობას სხვა კუთხით შეხედავს. შეგიძლიათ ოდნავ შეანელოთ თქვენი სამუშაოს ტემპი, თუ ვადებში შეზღუდული არ ხართ. ესაუბრეთ კოლეგებს, დალიეთ ჩაი. კარგი დღეა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. გაიარეთ სპორტდარბაზში, საუნაში.

თხის რქა

გამონახეთ დრო, თუ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ, აკურატულად შეარჩიეთ ტანსაცმელი. დღეს მნიშვნელოვანია კარგად გამოიყურებოდეთ. თუ დიდი ხანია ეძებთ უკეთეს პოზიციას სამსახურში, ახლა შეიძლება კარგი დრო იყოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისთვის. თუ შესაძლებელია, საღამოს წადით სადმე ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად.

მერწყული

ნუ დანაღვლიანდებით, თუ საქმეები ისე არ გამოვა, როგორც გსურდათ. ყოველ ჯერზე წარმატებას ვერ მიაღწევთ. ყველა ადამიანს აქვს დღეები, როცა ენერგია არ აქვს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მაინც უნდა დასრულდეს. ზოგიერთს მოუწევს მოულოდნელი საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება. შესაძლოა, თქვენს პარტნიორთან ურთიერთობაში კონფლიქტი იყოს, რადგან არავის არ სურს დათმობა.

თევზები

ნუ შეგეშინდებათ ხალხთან ღიად საუბრის. შეიძლება თქვენმა პატიოსნებამ გავნოთ, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ მართალი იყავით და გაიმარჯვებთ. ნუ ეჭვიანობთ, თუ კოლეგა თქვენზე უკეთ მუშაობს, თქვენი წარმატება უკვე ახლოსაა. კარგი დღეა საყიდლებზე წასასვლელად, გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები რაიმე გემრიელით.