ავტორი:

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 09:22-ზე, მთვარე თხის რქაშია

ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.

ვერძი

იდეები, ფანტაზიები ან შემოქმედებითი ბიზნესი დღეს საუკეთესო შედეგს მოგცემთ. გაბედულად მოეკიდეთ მუშაობას, სხვები მალე დააფასებენ თქვენს ნიჭს და უნარს. პირად ურთიერთობებში ნუ გამოიგონებთ იმას, რაც არ არის, მოერიდეთ ეჭვიანობას.

კურო

კარგი ამბები და მოვლენები დილით გაგახარებთ. თქვენ ნათლად ხედავთ მიზანს და კარგად ხართ ორიენტირებული დღევანდელი მოვლენების ციკლზე. დღეს შოპინგი წარმატებული იქნება, ტყუილად არ დახარჯავთ ფულს. თუმცა, საღამოს შეიძლება იმედგაცრუებულად ან გაღიზიანებულად იგრძნოთ იმის გამო, რაც გარშემო ხდება.

ტყუპი

ყველა რთული და მნიშვნელოვანი საქმის მოგვარება დილით დაგეგმეთ. ამ დროს გაგიადვილდებათ თანამოსაუბრის დარწმუნება ან კარგი გარიგების მიღწევა. ასევე კარგი დროა შერიგების ან კომპრომისული გადაწყვეტის მოსაძებნად. დღის დასასრული უფრო დაძაბულია, გაგიჭირდებათ სამუშაოზე ფოკუსირება.

კირჩხიბი

შეეცადეთ შეცვალოთ თქვენი ცუდი განწყობა და მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან ჩხუბს. დილით ზედმეტად ეჭვიანი და მგრძნობიარე იქნებით. დღის ბოლოსკენ სიტუაცია შეიცვლება. საღამო საინტერესო იქნება, დადებითი ემოციებით აივსებით, მიიღებთ ახალ ინფორმაციას.

ლომი

უსიამოვნებებმა და სირთულეებმა, რომლებსაც დილით შეეჯახებით, მთელი დღე არ უნდა გაგიფუჭოთ. ძალიან ნუ იდარდებთ წვრილმანებზე: თქვენ შეგიძლიათ მარტივად გაუმკლავდეთ მათ. ამაში ძველი მეგობრები დაგეხმარებიან. კრეატიულ და საინტერესო ადამიანებს მიიზიდავთ.

ქალწული

იდეები, რომლებიც დიდი ხანია გიზიდავთ, დღეს შეგიძლიათ წარმატებით განახორციელოთ. კარგი დღეა ცუდ ჩვევებთან დასამშვიდობებლად ან მოძველებული ურთიერთობის დასასრულებლად. მოკლე მოგზაურობები საინტერესო და ნაყოფიერი იქნება, შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრა.

სასწორი

დატვირთული და საინტერესო დღეა მოსალოდნელი. ბევრი სამუშაო გექნებათ, გარდა ამისა, თქვენ უნდა გაუმკლავდეთ სხვა ადამიანების პრობლემებს, რომლითაც დახმარებისთვის მოგმართავენ. თქვენი სასიამოვნო კომუნიკაციის მანერა და ტაქტი საშუალებას მოგცემთ მოიგოთ ყველას გული და მიიზიდოთ ახალი თანამოაზრეები.

მორიელი

ამ დღის მოვლენები იმაზე ნელა განვითარდება, ვიდრე თქვენ გსურთ, ამიტომ მოგიწევთ მოთმინება და ზომიერი საქმიანი აქტივობა. ახლობლები ზედმეტად მომთხოვნი იქნებიან, მაგრამ იმისათვის, რომ ურთიერთობა კიდევ უფრო არ გააფუჭოთ, უნდა დამშვიდდეთ და არ ინერვიულოთ. უმჯობესია გააუქმოთ ფიზიკური დატვირთვა.

მშვილდოსანი

საყვარელი ადამიანების სიტყვებმა ან ქმედებებმა შეიძლება გაგაღიზიანოთ. მაგრამ უნდა გამოიჩინოთ თავშეკავება და სიმტკიცე. კარგი განწყობა ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას და დაძაბულობის განმუხტვას. თუ არ გთხოვენ, ნუ ეცდებით რჩევის მიცემას ან აკონტროლოთ სხვების ქცევა.

თხის რქა

ენერგია დღეს მაღალ დონეზეა და იმაზე მეტის გაკეთებას შეძლებთ ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. თუ დახმარებას გთხოვენ, უარი არ თქვათ, მიეცით ახლობლებს სასარგებლო რჩევა. თქვენი აქტიურობის წყალობით, იპოვით ახალ მოკავშირეებს და მეგობრებს. პარტნიორთან ურთიერთობაში ინტუიცია დაგეხმარებათ.

მერწყული

დღე რთული და ემოციურად დაძაბულია. მიზნის მიღწევა ადვილი არ იქნება. საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას იმედგაცრუებული დარჩებით. ობიექტურად შეხედეთ რაც ხდება თქვენ გარშემო და შეაფასეთ შესაძლო რისკები.

თევზები

თუ გუნდში გეგმავთ მუშაობას, გააკეთეთ ეს დღის დასაწყისში. კომუნიკაცია იქნება პროდუქტიული; ადვილია მოლაპარაკება და კომპრომისის მიღწევა. შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი მხარდაჭერა. გადააფასეთ პრიორიტეტები, გადადეთ პატარა რუტინული დავალებები და პირველ რიგში დაასრულეთ მნიშვნელოვანი საქმე.