კურო
შეხვედრები და ახალი ნაცნობობა თქვენს მომავალ ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას. იყავით ყველა საქმის კურსში. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მეტი ყურადღება დაუთმეთ შვილების განათლებას. აგრეთვე, მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა, მკურნალობა.
ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ სახლისა და კაბინეტის დიზაინს, შეცვალეთ ინტერიერი. საღამო ინფორმაციის მოძიებას, სამომავლო გეგმების შედგენას დაუთმეთ.
კირჩხიბი
გრანდიოზულ გეგმებს ნუ დაისახავთ; ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. კარგი დღეა ვალების გასასტუმრებლად, გადასახადების გადასახდელად, საქმეების, საბუთების მოსაწესრიგებლად. შეიძლება ახალი ინტერესი გაგიჩნდეთ ან ახალ საინტერსო საქმიანობას მიაგნოთ.
ლომი
დილით კარგია შეხვედრები და მოლაპარაკებები. დღე საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ყურადღებით იმოქმედეთ. კარგი დღეა დიეტისა და განტვირთვის დღის მოსაწყობად. სახლში შეცვალეთ ინტერიერი, მეტად შექმენით რომანტიკული გარემო.
ქალწული
დაისახეთ სამოქმედო გეგმა, შეადგინეთ მომავლის პროექტები. კოლეგები და ახლობლები სასიამოვნო ამბებით გაგახარებენ. კარგი დღეა სწავლისა და სპორტისთვის; კულტურული ღონისძიებისთვის. გამონახეთ დრო და საშუალება, რომ შეხვდით ინტერესის ობიექტს.
სასწორი
საქმეების შესრულებისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. კარგი დღეა ხელსაქმის, კულინარიის ან რემონტისთვის. აგრეთვე მიმოწერისა და ინტერესთა წრის გაფართოებისთვის. პირად ურთიერთობაში მეტი მზრუნველობა და მოფრთხილება გმართებთ.
მორიელი
ინფორმაციების ნაკადში თვენთვის სასურველს უნდა მიაგნოთ და იმუშაოთ მის განვითარებაზე. დღეს თქვენი გაჩერება არ შეიძლება, მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა იმოქმედოთ. იფიქრეთ, ორგანიზმის გაკაჟებაზე, იმუნიტეტის ამაღლებაზე.
მშვილდოსანი
დაისახეთ კონკრეტული მიზნები და იმოქმედეთ მათ შესასრულებლად. ენერგიული ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ, აიღოთ დამატებითი სამუშაო. საღამოს მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
კარგი დღეა სამედიცინო გამოკვლევებისთვის, დიეტისა და მკურნალობის დასაწყებად. პროფესიული თვალსაზრისით, კარგი დღეა შეხვედრებისა და საქმიანი დოკუმენტების გასაფორმებლად. გაგიჩნდებათ სიმპათიის, ფლირტის ობიექტი.
მერწყული
კარგი დღეა პროექტების განსახილველად, დეტალების დასაზუსტებლად. მოაგვარეთ მატერიალური საკითხები. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მოთმინება გმართებთ. მოერიდეთ უხეშ შენიშვნებს.
თევზები
წარმატების მისაღწევად იაქტიურეთ. დღის პირველი ნახევარი მეტად პოზიტიურია თქვენთვის. ამიტომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი საქმეები დაგეგმეთ. დღეს შეიძლება ახალი ინტერესი გაგიჩნდეთ. ყურადღება მიაქციეთ ნიუანსებს, რაც გაგიუმჯობესებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.