ავტორი:

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 ივლისი, ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:33-ზე, მთვარე ვერძშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.

ვერძი: მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას და თავადაც აკონტროლეთ ემოციები. არ გირჩევთ უსიამოვნო პირებთან შეხვედრას, მათთან საქმეების წარმოებას. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე.

კურო: შეხვედრების და საქმეების მოგვარების დღეა. იყავით თავშეკავებული, ნუ წამოეგებით პროვოკაციებს. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას. მოუწყვეთ მათ მხიარული არდადეგები.

ტყუპი: მივლინება და საქმიანი შეხვედრა განსაკუთრებულ დაკვირვებას და სიფრთხილეს მოითხოვს. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს. დღეს შეიძლება საიდუმლო ინფორმაციას, ცნობებს მიაგნოთ.

კირჩხიბი: არ გირჩევთ სახიფათო სიტუაცებში, გარიგებებში ჩართვას; ზემდგომებთან კამათს, ურთიერთობის დაძაბვას. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.

ლომი: დაკვირვებით აწარმოეთ მიმოწერა; საბუთებს დაკვირვებით წაკითხვის შემდეგ მოაწერეთ ხელი. საქმიანი შეხვედრის დროს იყავით დიპლომატიური. მოერიდეთ ხალხის წინაშე გამოსვლას.

ქალწული: გადახედეთ შესრულებულ საქმეებს, გამოიტანეთ ობიექტური დასკვენები. იყავით მეგობრული გარშემო ყოფებთან. მცირე უსიამოვნებების გამო ნუ ჩავარდებით პანიკაში.

სასწორი: სხვების დახმარებაზე უნდა იყოთ ორიენტირებული და სასურველია, სხვათა მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ. მოულოდნელობების გამო შეიძლება გეგმაზე უარის თქმამ მოგიწიოთ.

მორიელი: არ გირჩევთ საეჭვო ადამიანებთან კონტაქტს. არ დაგეგმოთ რთული, სარისკო საქმეები. დაგაინტერესებთ ფსიქოლოგია, რელიგია, ფილოსოფია. განწყობას გაგიუმჯობესებთ მუსიკა.

მშვილდოსანი: იზრუნეთ ახლობლების განწყობის გაუმჯობესება. შეინარჩუნე სულიერი სიმშვიდე. კარგი იქნება, თუ ბუნებაში გაისეირნებთ. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

თხის რქა: გადახედეთ შესრულებულ საქმეებს. დაიწყეთ დაწყებული პროექტების დასრულება, დაშვებული შეცდომების გამოსწორება. მოერიდეთ საეჭვო პირებთან კამათს, გვიან უცხო ადგილებში სიარულს.

მერწყული: საქმიანი შეხვედრების დროს გასაგებად ისაუბრეთ და პარტნიორსაც მოუსმინეთ. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. საღამო მშვიდ, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

თევზები: არ გირჩევთ ზედმეტ აქტიურობას, უსიამოვნებების შექმნას საკუთარი თავისთვის. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ პირებთან ურთიერთობას. საყვარელ ადამიანს ჰარმონიული გარემო შეუქმენით.