20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გადადეთ ყველა საქმე და დღე დასვენებას, შემოქმედებას დაუთმეთ. თუ მოახერხებთ, საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ.

ტყუპი

დღეს მეტად ემოციური ხართ. ნაკლებად გაიხსენეთ წარსული, განსაკუთრებით უარყოფითი მოვლენები. ეცადეთ, დადებითი ემოციებით დაიტვირთოთ.

კირჩხიბი

დღეს საკუთარი მიღწევებით იამაყებთ და მათ გაზიარებას ყველასთვის მოინდომებთ. ეცადეთ, მხოლოდ ერთგულ ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა.

ლომი

გაუფრთხილდით ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. თუ ვინმე თქვენმა სიტყვამ, საქციელმა გაანაწყენა, ეცადეთ, მომენტალურად გამოასწოროთ სიტუაცია.

ქალწული

დღეს შეიძლება ისეთ ადამიანს შეხვდეთ, რომელთანაც წარსულში გრძნობები ან საქმე გაკავშირებდათ. იგი შეიძლება ახლანდელი საქმეების მოგვარებაში დაგეხმაროთ.

სასწორი

კრიტიკასაც კი მშვიდად უნდა შეხვდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გარშემო მყოფებთან კონფლიქტი გარდაუვალია.

მორიელი

კარგი დღეა საყიდლებისთვის, მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში სასიარულოდ. შეიძლება ისეთი ნივთები აღმოაჩინოთ, რომლებსაც დიდხანს ეძებდით.

მშვილდოსანი

ახლობლებისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით. იმას მიიღებთ, რაზეც ოცნებობდით. თუ დღის განმავლობაში ვერ ახარხებთ ქალაქგარეთ დასვენებას, საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

თხის რქა

გარშემო მყოფებს დანაპირები უნდა შეუსრულოთ. ეცადეთ, არაფერი გამოგრჩეთ, თორემ ათიდან 9 რომ აასრულოთ იმ ერთის გამო მაინც უკმაყოფილოები დარჩებიან.

მერწყული

საქმეებისგან დაღლილი ტელევიზორთან ნუ მოიკლათებთ, მეგობრებს შეხვდით, ხომ იცით, ყველგან სასურველი სტუმარი ხართ და იმხიარულეთ, დადებითი ემოციით დაიტვირთეთ.

თევზები

მოერიდეთ რჩევების დარიგებას. მიეცით გარშემო მყოფებს არჩევანის, თუნდაც შეცდომის დაშვების საშუალება. თქვენ მათ ყველაფრისგან ვერ დაიცავთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით