20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ნუ შეეჭიდებით ისეთ საქმეებს, რომლებიც მომავალში მძიმე ტვირთად დაგაწვებათ. აგრეთვე მოერიდეთ სარისკო ქმედებებსა და ფიზიკურ დატვირთვას. კარგი დღეა გამარტოებისა და სულიერი, ფილოსოფიური საუბრებისთვის.

ტყუპი

ახალგაცნობილებთან ან დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა და საუბარი სულიერ მღელვარებას მოგიმატებთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა. ნუ ეცდებით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას.

კირჩხიბი

მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. შეძლებისდაგვარად მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა ან სუფთა ჰაერზე გასეირნება დაგეგმეთ.

ლომი

გაუთვალისწინებელი ძვირად ღირებული ნივთების შეძენის გამო შეიძლება ვალის აღებამ მოგიწიოთ. კონფლიქტი გელით თუ არ აღიარებთ საკუთარ დანაშაულს და ვერ აპატიებთ გარშემო მყოფებს შეცდომებს.

ქალწული

გაფრთხილდით, საქმიანმა პარტნიორებმა საქმეები არ აგირიონ. მოერიდეთ სარიკო ქმედებებს. აგრეთვე - ქრონიკული გადაღლილობის გამო არ გაგირთულდეთ დაავადება. დახმარებისთვის ერთგულ მეგობრებს მიმართეთ.

სასწორი

კარგი დღეა გარშემო მყოფებში ავტორიტეტის მოსაპოვებლად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. დღის მეორე ნახევარი შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ. მატერიალური მხარდაჭერა შეიძლება სრულიად უცნობმა ადამიანებმა გაგიწიონ.

მორიელი

კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის; პატივისცემასა და დაფასებას მოიპოვებთ. მეტი ყურადღება გმართებთ საოჯახო საქმეების მიმართ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან.

მშვილდოსანი

დაუგეგმავი მგზავრობა და ხარჯი გელით. ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ პირადი საკითხების მოგვარებას.

თხის რქა

დაძაბული დღე გელით. ნუ გადადგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. მოერიდეთ ფულის ხარჯვას და მეტი სიყვარული და მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ.

მერწყული

კარგი დღეა ოჯახური საქმეების შესასრულებლად. ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. საქმეებში მოერიდეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

თევზები

კარგი დღეა წარსული მიღწევების გასაანალიზებლად და ახლების დასაგეგმავად. მოაწესრიგეთ ფინანსური დოკუმენტები. საღამოს შეიძლება მეგობრები ან ნათესავები გესტუმრონ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით