20 მარტი ასტროლოგიური პროგნოზი

20 მარტი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 07:42-ზე, მთვარე თევზებშია

ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.

ვერძი

შესანიშნავი დღეა ექსპერიმენტებისთვის, შედეგით კმაყოფილი დარჩებით. ხელსაყრელი დღეა ჯანმრთელობისა და სილამაზის პროცედურებისთვის, სპა-სალონში ვიზიტისთვის. შეგიძლიათ შეიძინოთ ტანსაცმელი, აქსესუარები და სამკაულები. შესანიშნავ საქმეებს აკეთებთ და უფრო სწრაფად, ვიდრე სხვები, წყვეტთ არასტანდარტულ ამოცანებს. ახერხებთ საერთო ენის გამონახვას ადამიანებთან, რომლებიც სრულიად განსხვავებულები არიან თქვენგან. დღეს შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობის დაწყება.

კურო

თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ დიდ წარმატებას, თუ დღის დასაწყისშივე დაიწყებთ მუშაობას - ეს დღის ყველაზე ნაყოფიერი დროა. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ დაისვენოთ და შეხვდეთ მეგობრებს, გაატაროთ დრო სასიამოვნოდ. შესაძლებელია რაიმე ახლის სწავლა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. კარგად ეწყობით საყვარელ ადამიანს, ერთი შეხედვით გესმის მისი. ოჯახური უთანხმოება ნაკლებად სავარაუდოა მხოლოდ ზოგიერთი წვრილმანის გამო, ურთიერთგაგება სწრაფად აღდგება.

ტყუპი

ნათელი, დასამახსოვრებელი დღე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მნიშვნელოვან გამარჯვებებთან. თქვენ ახერხებთ შეამჩნიოთ ის, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ, იყენებთ შემთხვევით დამთხვევებს თქვენს სასარგებლოდ. თუმცა თქვენი წარმატებები სხვებში შურს აღძრავს და არ არის გამორიცხული, დღეს საკუთარ თავს ახალი მტრები გაუჩინოთ. დღე ხელსაყრელია მოკლე მოგზაურობისთვის, გარემოს შეცვლისთვის. საღამო სასიყვარულო აღიარება გელოდებათ.

კირჩხიბი

გადაადგილება თუნდაც ცნობილ მარშრუტზე, სიფრთხილეს მოითხოვს, შესაძლებელია უსიამოვნო ინციდენტები. დილით არ არის გამორიცხული მცირე უთანხმოება ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან; კონფლიქტამდე არ მოვა, მაგრამ განწყობა გაგიფუჭდებათ. საბედნიეროდ, დღის მეორე ნახევარში ემოციური ფონი დასტაბილურდება, გარდა ამისა, ახალი მიზნები და შესაძლებლობები გამოჩნდება. მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებთ და თუ მის სწორად გამოყენებას შეძლებთ, თავიდან აიცილებთ მრავალ სირთულეს. შეგიძლიათ აღიაროთ თქვენი გრძნობები და ამის გაკეთება მიზანშეწონილია წერილობით.

ლომი

ხელსაყრელი დღეა საოჯახო საქმეებისთვის, მშობლებისა და სხვა უფროსი ნათესავების დასახმარებლად. სწრაფად გაუმკლავდებით მიმდინარე პრობლემებს. გაქვთ საკმარისი დრო საინტერესო საქმეებისთვის, პერსპექტიული პროექტებისთვის. შეგიძლიათ გადაადგილდეთ ან შეიცვალოთ სამუშაო. გადაწყვეტილებები, რომლებსაც დამოუკიდებლად მიიღებთ, სწორია. მცირე მოგზაურობები გაგამხნევებთ, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. ამ დღიდან დაწყებული რომანტიკული ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და დიდ სიხარულს მოგიტანთ.

ქალწული

სასიამოვნო დღეა, უამრავ დადებით ემოციას გპირდებათ. შესანიშნავია გასართობი ადგილების მოსანახულებლად, მეგობრებთან სასაუბროდ, რომანტიკული პაემნებისთვის. დღეს განსაკუთრებით სასიამოვნო და ეფექტურია სპა-პროცედურები და მასაჟები. შესაძლებელია ფულის მიღება ადრე შესრულებული სამუშაოსთვის. ძვირფასი საჩუქრების - ძველი ნაცნობებისგან ან შორეული ნათესავების მხრიდან.

სასწორი

მოემზადეთ სიურპრიზებისთვის. თქვენი ნიშნის ბევრ წარმომადგენელს მოუწევს გეგმების შეცვლა. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი პრობლემებისა და უსიამოვნებების მიზეზი იყოს ადამიანის ქმედება, რომელსაც მთლიანად ენდობოდით. შესაძლებელია უთანხმოება საყვარელ ადამიანებთან, კამათი. თუმცა პოზიტიური ტენდენციების გავლენაც არის, განსაკუთრებით შესამჩნევი რომანტიკული ურთიერთობების სფეროში. ეს დღე სასწორს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის სიხარულს ჰპირდება. მარტოხელა წარმომადგენლები მიხვდებიან, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მათი პირადი ცხოვრება უფრო საინტერესო და მოვლენიანი გახდეს.

მორიელი

საინტერესო დღეა, რომლის მოვლენები ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს გაგიხსნით. ბევრი იდეა და გეგმა გაგიჩნდებათ, თუმცა, არ უნდა დაივიწყოთ ადრე დაწყებული საქმეები, დადგა მათი დასრულების დროს. კარგი დღეა მშენებლობის დასაწყებად და სახლთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად, ბინის კეთილმოწყობისთვის. მოახერხებთ გაუმკლავდეთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა ადამიანების პრობლემებს. გარშემო მყოფები ხშირად მოგმართავენ დახმარებისთვის, მაგრამ ეს საერთოდ არ გაგაღიზიანებთ.

მშვილდოსანი

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება. გახსოვდეთ, რომ სასურველია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მშვიდ ატმოსფეროში. შესაძლებელია გამორჩეული, აქტიური და ენერგიული ადამიანის გაცნობა, რომელიც დიდ ყურადღებას მიიპყრობს. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა მალე რომანტიკულ ხასიათს მიიღებს, სერიოზული და ხანგრძლივი იქნება.

თხის რქა

დღე ემოციურად ძალიან ინტენსიურია. დიდი დრო უნდა გაატარო ადამიანთან, რომელიც მაინცდამაინც არ გესიმპათიურებათ და ეს განსაცდელი იქნება თქვენთვის. გარდა ამისა, დღეს მიდრეკილნი ხართ ეკამათოთ ყველას, ვინც რაიმე ფორმით მაინც არ გეთანხმებით და ყოველთვის არ წარმართავთ დისკუსიას კონსტრუქციულად. მეორე მხრივ, ეს დღე დაკავშირებულია ახალი შესაძლებლობების, სასარგებლო ნაცნობების გაჩენასთან. ყველა თვალსაზრისით სასარგებლოა კონტაქტები გავლენიან, მდიდარ, ცნობილ ადამიანებთან.

მერწყული

თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებას, აღიარებას და პატივისცემას. ასევე შესაძლებელია ღირებული ჯილდოს, დიდი თანხის მიღება. მოწინააღმდეგეების დამარცხება არ არის რთული. ეს დღე შესანიშნავია სოციალური ღონისძიებების ორგანიზების ან დასწრებისთვის. გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელიც მზად იქნება შეასრულოს თქვენი ყველა სურვილი.

თევზები

კარგი დღეა გავლენიან ადამიანებთან კომუნიკაციისთვის, შეგიძლიათ მიიღოთ მათგან დახმარება. მოიპოვებთ თქვენით დაინტერესებული ადამიანების პატივისცემას. დღეს თითქმის ნებისმიერი ექსპერიმენტი წარმატებულია, თუ მას მარტო არ გააკეთებთ, გვერდით გეყოლებათ ერთგული დამხმარე. ძლიერი ინტუიცია გაქვთ და მისი წყალობით მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს.