ავტორი:

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 04:05-ზე, 20 ნოემბერი, მთვარე 04:05-დან სასწორშია.

საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ; კარგი დღეა სწავლისთვის. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.

ვერძი: მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. ნათესავებს უარი არ უთხრათ დახმარებაზე. არავის გაუმხილოთ თქვენი საიდუმლო.

კურო: ოჯახისა და შვილების გამო დღეს მაინც გადადეთ სამსახურის საქმეები. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. შეხვდეთ მეგობრებს და იმხიარულეთ.

ტყუპი: საინტერესო მოვლენებისა და შეხვედრების დღეა. მიიღებთ პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

კირჩხიბი: ყველა მნიშვნელოვანი საქმე და გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ, დღევანდელი დღე სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

ლომი: დაისვენეთ და გამოიძინეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს სიურპრიზები და საჩუქრები მოუმზადეთ.

ქალწული: გარშემო მყოფები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ და უარს ნუ ეტყვით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეზობლებთან.

სასწორი: დღევანდელი დღეა დასვენებას და გამოძინებას დაუთმეთ. არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ, მხოლოდ ჰობი, თუ ისიც მარტივია.

მორიელი: გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. მოგინდებათ ახალ საქმიანობაში ჩართვა. გაუშვით წარსული, ნივთებიც, სიტუაციებიც და ადამიანებიც.

მშვილდოსანი: საუკეთესო დღეა შემოქმედითი იდეების განსახორციელებლად. დღეს ყველაფერს სასიამოვნოდ და საინტერესოდ მოაგვარებთ.

თხის რქა: მეტი დრო გაატარეთ სიმშვიდეში, დაინტერესდებით ფსიქოლოგიური ლიტერატურით.

მერწყული: მგზავრობა და საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. დღეს უნდა მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც გარშემო მყოფებს შეიძლება არ მოეწონოთ.

თევზები: ნუ მოგერიდებათ გადაწყვეტილებების, გეგმის შეცვლა, თუ ისინი თქვენთვის გამოუსადეგარი მოგეჩვენათ. ახლობლებს ნუ მისცემთ დაუფიქრებელ პასუხებს.