20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 18:57-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 00:09-ზე

საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.

ვერძი

კარგი დღეა თქვენი ამჟამინდელი მოვალეობების შესასრულებლად, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. თუ არ გსურთ ყოველდღიურობაზე ზრუნვა, მაშინ შეხვდით მეგობრებს და ისაუბრეთ რაიმე სასიამოვნოზე.

კურო

გააკეთეთ ის, რაც დაგეგმეთ და მიიყვანეთ თქვენი სამუშაო შესანიშნავ შედეგამდე. ასეთი მცირე გამარჯვება თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ. მაგრამ თუ ვინმე შემოგთავაზებთ დახმარებას, ნუ იტყვით უარს. თუნდაც უცხოები იყვნენ.

ტყუპი

ზოგიერთისთვის რომანტიკულ სფეროში საქმეები არცთუ ისე კარგად მიდის, ასე რომ, თუ ახლა კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამთ, შესაძლოა ეს კავშირი სამუდამოდ დაკარგოთ. იპოვეთ კომპრომისი, რათა შეინარჩუნოთ თქვენთვის საჭირო ან ახლობელი ადამიანები.

კირჩხიბი

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედეგის მისაღწევად ძალისხმევა. უნდა გამოავლინოთ თქვენი გამძლეობა, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა. მაგრამ მთავარია საკუთარი თავის გჯეროდეთ. შესაძლოა განწყობა შეგეცვალოთ საყვარელ ადამიანებთან უთანხმოების გამო.

ლომი

არ არის ძალიან პროდუქტიული დღე. ამიტომ არ დაგეგმოთ არაფერი მნიშნელოვანი. მხოლოდ გარისკაავთ ენერგიისა და ნერვების დაკარგვას. დაისვენთ ან დაკავდით ჰობით.

ქალწული

თქვენი მჭევრმეტყველება ნებისმიერ ადამიანთან სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ. მაგრამ ყურადღებით შეარჩიეთ თქვენი თანამოსაუბრეები; დღეს ბევრს გააკეთებთ მხოლოდ მოგებისთვის. ყურადღება მიაქციეთ როგორ გრძნობთ თავს.

სასწორი

ქარიზმატულები და მიმზიდველები ხართ საპირისპირო სქესისთვის. ამიტომ, არ შეგეშინდეთ საუბარი იმ ადამიანთან, რომელიც მოგწონთ. იყავით უფრო მეგობრული და ხალხს მიიზიდავთ. ეს შესანიშნავი დღეა ცოდნის მისაღებად. ინფორმაცია გამოგადგებათ სამსახურში და დაგეხმარებათ თქვენი თავის წარმოჩენაში.

მორიელი

დღეს ფულზე მეტს იფიქრებთ და ისაუბრებთ. თუმცა, დაუყოვნებლივ არ დაეთანხმოთ შემოთავაზებებს სწრაფი ფულის გამომუშავებისთვის. დაფიქრდით, გაიგეთ ინფორმაცია დამსაქმებლის შესახებ. შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია საყვარელ ადამიანებთან. საჭირო რჩევებსა და დახმარებას მიიღებთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ადამიანებთან ურთიერთობისთვის. დღე აგრეთვე ხელსაყრელია პროდუქტიული მუშაობისთვის. გამონახეთ დრო დასვენებისთვის. საყვარელ ადამიანებთან შესახვედრად.

თხის რქა

არც ისე შესაფერისი დღეა შემოქმედების, ფანტაზიების, ოცნებებისა და რომანტიკულობისთვის. მაგრამ შრომატევადი სამუშაო, ფიზიკური თუ ინტელექტუალური, სარგებელს მოგიტანთ. მით უმეტეს, თუ გუნდურად მუშაობთ. არ იყიდოთ ის, რაც ახლა არ გჭირდებათ.

მერწყული

თუ რაღაც არ გამოვა, ნუ განაწყენდებით. სჯობს პრობლემის სხვა გამოსავალი მოძებნოთ, მაგრამ არ არის საჭირო საქმეების სხვა დროისთვის გადადება. დაუმტკიცეთ ყველას, რომ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ რთულ ამოცანას. და ამისთვის გექნებათ უამრავი ენერგიაც და ძალაც.

თევზები

მოგიწევთ ძალისხმევა, რათა მიაღწიოთ სასურველს. ტყუილად არაფერი მოგეცემათ. ოღონდ არ ინერვიულოთ. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან, უმჯობესია არ მისცეთ თქვენი ტელეფონის ნომერი. მაგრამ ნამდვილად დაგიჭერენ მხარს თქვენი საყვარელი ადამიანები. შეგიძლიათ ენდოთ მათ და უთხრათ რა გაწუხებთ.