20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საკუთარი პრობლემები შეიძლება ნათესავის ან მეგობრის შუამავლობით მოაგვაროთ. საღამოს არ გამოტოვოთ მეგობრული ან ნათესაური წვეულება, განწყობას გაიუმჯობესებთ.

ტყუპი

დღეს თავს ლაღად გრძნობთ და ფანტაზიორობის მიუხედავად, მოვლენების რეალურად შეფასებაც შეგიძლიათ. სწორედ ამიტომ, დაგეგმეთ ბიუჯეტი, აკონტროლეთ ხარჯი.

კირჩხიბი

რატომ გიკვირთ, რომ ყველა თქვენკენ ისწრაფვის? თქვენ ნებისმიერი ადამიანისთვის შეგიძლიათ კომფორტის შექმნა, დახმარება (მორალური, ფინანსური). დღეს კარგია მეგობრული შეხვდერა, საუკეთესო ვარიანტი – პიკნიკი ბუნებაში.

ლომი

დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ. სიმყუდროვეს ყველაზე მეტად საკუთარ ოჯახში იგრძნობთ.

ქალწული

კარგი დღეა საოჯახო საქმეებისა და ბიუჯეტის დასაგეგმავად. აგრეთვე სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ უცხოელი მეგობრებისგან.

სასწორი

დღეს ის დღეა, როცა საკუთარ თავს უარი არაფერზე არ უნდა უთხრათ. შეგიძლიათ მხიარული წვეულება მოაწყოთ რესტორანში და არც საკვების მხრივ შეიზღუდოთ თავი.

მორიელი

ცოტა უფრო მეტის უფლება მიეცით საკუთარ თავს და სხვების სისუსტეებზეც დახუჭეთ თვალი.

მშვილდოსანი

თუ გსურთ, საღამომ მხიარულად ჩაიაროს და სტუმრებმა და ოჯახის წევრებმა გემრიელი კერძები მიირთვან, დილიდანვე უნდა იზრუნოთ ამაზე.

თხის რქა

მთელი დღე საკუთარ თავს მიუძღვენით. ნუ ეტყვით საკუთარ თავს ისეთ სიამოვნებაზე უარს, როგორიცა: გემრიელი კერძი, სალონის მომსახურება, საყიდლები.

მერწყული

საუკეთესო დასვენება ოჯახში გელით. საღამოს ნათესავებსა და მეგობრებს გემრიელი კერძებით გაუმასპინძლდით. ზოგიერთ მერწყულს შეიძლება ოჯახის ახალი წევრი, თუნდაც ოთხფეხა შეემატოს.

თევზები

რაც უფრო მეტ სიკეთეს გაუკეთებთ სხვას, მით მეტად კარგად იგრძნობთ თავს. დღეს შეიძლება ვიღაცის სპონსორი, საღამოს ორგანიზატორი ან უბრალოდ მფარველი გახდეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით