კურო
დღეს უამრავ ინფორმაციას მიიღებ, მაგრამ ეცადეთ მათში თქვენთვის მნიშვნელოვანი შეამჩნიოთ და ჩაინიშნოთ. ის მომავალში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
ტყუპი
გარშემო მყოფები მოსვენებას დაგიკარგავენ. ყველას თქვენი დახმარება, თქვენი საქმეებზე გაყოლა დასჭირდება. ზოგმა შეიძლება რჩევებითაც დაგღალოთ, მაგრამ მაინც ყურადღებით მოუსმინეთ. შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანს მოკრათ ყური.
კირჩხიბი
დღეს წარსული გაგახსენდებათ, – განვლილი ბედნიერი წლები, სკოლა, ინსტიტუტი, მეგობრები, მხიარული და სევდიანი ამბები. ზოგიერთს შეიძლება დიდი ხნის უნახავი მეგობრები შეხვდნენ. გირჩევთ ფინჯან ჩაისთან ერთად ფოტოალბომი, ვიდეოჩანაწერები გადაათვალიეროთ.
ლომი
უამრავი საქმე გექნებათ დღეს მოსაგვარებელი, როგორც სამსახურში, ასევე სახლში. სამსახურის საქმეებში დახმარება კოლეგებს სთხოვეთ, საოჯახოში – ნათესავებს, თორემ ვერც დაისვენებთ და შეიძლება საქმეებიც ვერ დაასრულოთ.
ქალწული
განწყობას ბავშვებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესებთ. ეცადეთ მათთვის მოსაყოლი ამბები ჭკუის სასწავლებელთან ერთად მხიარულიც იყოს. მოუწყვეთ სახალისო ვიქტორინები, კონკურსები. ბავშვებიც გაართეთ და თქვენც გამხიარულდით.
სასწორი
საკმარისია ოცნება და რომანტიკულ-სათავგადასავლო მომავალზე ფიქრი. დღესვე დაიწყეთ გეგმებისა და იდეების განხორციელება. გაიხალისეთ ცხოვრება და მოიწესრიგეთ "სასიყვარულო ფრონტი".
მორიელი
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს. განსაკუთრებით მგზავრობისას მძღოლებთან ან მგზავრებთან. მოთმინებით აღიჭურვეთ, რათა უმნიშვნელო ინციდენტი გლობალურ უსიამოვნებაში არ გადაიზარდოს.
მშვილდოსანი
მაქსიმალურად თავი შეიკავეთ ახალი საქმეების დაწყებისგან. საოჯახო საქმეების შესრულებისგან. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. აგრეთვე სასარგებლოა საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და საუბარი.
თხის რქა
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ერთ ადგილს ტკეპნით და წარმატებას ვერ აღწევთ, მაგრამ ნუ მიატოვებთ საქმეებს შუა გზაზე. მეგობრებს სთხოვეთ დახმარება, იბრძოლეთ მათ დასასრულებლად და საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად.
მერწყული
დღეს ისეთ ნივთებს გადააწყდებით, რომელთა შეძენასაც დიდხანს ოცნებობდით. ნუ ეტყვით საკუთარ თავს უარს. თუ საკმარისი ფული არ გაქვთ, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ.
თევზები
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისი ცხოვრებაც მუსიკასთანაა კავშირში. დანარჩენები წარმატებით შეძლებენ იდეებისა და გეგმების განხორციელებას.