20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დროს ნუ დაკარგავთ, დილიდან შეუდექით ვალდებულებების მოგვარებას. საქმიან ნიშნებს მეტი დაკვირვება გმართებთ, არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯი. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ გადაიღალოთ.

ტყუპი

შეიძლება ახალი იდეების განხორციელებაში დაგეხმაროთ გავლენიანი ადამიანი. შეიძლება ბანკმა ფულით უზრუნველგყოთ. ზოგჯერ ზომიერი რისკი გამართლებულია.

კირჩხიბი

ცოტა მეტად გააქტიურდით სასურველის მისაღწევად და ნურც გავლენიანი ადამიანების შეწუხება მოგერიდებათ. კარგი დღე ელით რეკლამისა და ბიზნესის სფეროში მომუშავეებს. პარტნიორისგან შეიძლება ეჭვიანობა და შურიც კი იგრძნოთ.

ლომი

მხნე და გამარჯვებისთვის მზად ხართ. დილა ფიზიკური აქტიურობით დაიწყეთ. კარგი დღეა სარეკლამო საქმიანობის, არაორდინარული იდეების განსახორციელებლად. შეიძლება კონკურენტებმა თქვენზე ჭორები გაავრცელონ.

ქალწული

დღეს ბევრს მოიპოვებთ, მაგრამ შეიძლება ბევრიც დაკარგოთ. შეიძლება უსიამოვნება შეგექმნეთ არაფორმალურ ორგანიზიაციასთან კონტაქტის, გავლენიან ადამიანებთან მეგობრობის ან რომანის გამო.

სასწორი

პარტნიორებს გაუჭირდებათ თქვენი გაგება. ეცადეთ, გასაგებად ისაუბროთ და ოპონენტის აზრიც მოისმინოთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მორიელი

მეტად გამოავლინეთ თქვენი ერუდიცია და შესაძლებლობები. კარგი დღე ელით იურისტ, მოგზაურ და პროგრამისტ ნიშნებს. იდეები ჯერ განახორციელეთ, მერე მოუყევით გარშემო მყოფებს.

მშვილდოსანი

დღეს უფროს თანამდებობაზე მყოფიც კი უბრალო მუშასავით იმუშავებს წარმატების მისაღწევად. ურთიერთობაში ნუ გარისკავთ იმით, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია.

თხის რქა

ნუ გარისკავთ, სადაც საჭირო არაა. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას და ნუ დაეხმარებით მათ, ვინც არ გთხოვთ. ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს.

მერწყული

აზარტული და ენერგიული ხართ. მოიმატებს გართობისა და თავგადასავლების სურვილი. ეცადეთ, არ დაარღვიოთ კანონი და ზედმეტი თავისუფლების გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება ახლობლებთან.

თევზები

ჩანაფიქრის განხორციელების დღეა. იყავით დაკვირვებული ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ზედმეტად ნუ გაანებივრებთ ნურც საყვარელ ადამიანს და ნურც შვილებს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით