ორშაბათი, დღეს ახალმთვარეობაა, მთვარის პირველი დღე დაიწყება 11:06-ზე, 08:57-დან მთვარე თევზებშია.
დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას.
ვერძი
დატვირთული დღეა მოსალოდნელი. მოგიწევთ საკუთარი და სხვისი პრობლემების მოგვარება, რთულ სიტუაციებთან გამკლავება. მეგობრები ისარგებლებენ თქვენი საიმედოობით და დახმარებას გთხოვენ.
კურო
ყოველდღიური საქმეები შესარულეთ. დაუგეგმავი შეხვედრები შეიძლება წარმატებული იყოს, ახალ მოკავშირეებს იპოვით. მოერიდეთ უსიამოვნო თემებზე საუბარს, ზედმეტი ნივთების ყიდვას.
ტყუპი
დღეს აჩქარებამ შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები, მით უმეტეს, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც ყურადღებით არ არის განხილული, შეიძლება გავლენა იქონიოს მთელი პროექტის შედეგზე. მიიღებთ მხარდაჭერას იმ ადამიანებისგან, რომელთა იმედიც აქამდე არ ჰქონდათ.
კირჩხიბი
პროდუქტიული დღისთვის შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იმოქმედეთ თავდაჯერებულად. დღე დაძაბული იქნება, ბევრი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, როგორც საკუთარი, ისე სხვისი. უარს ნუ იტყვით სხვის დახმარებაზე.
ლომი
თქვენ კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ გარშემო მყოფებზე. გამოიყენეთ ეს თვისება ახალი კავშირების მოსაძებნად. ახალგაზრდა და ენერგიულ ადამიანებთან ურთიერთობა ოპტიმიზმით დაგმუხტავთ. მეტად მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას.
ქალწული
შეიძლება პრობლემები იყოს სიტუაციის რეალურ შეფასებასთან დაკავშირებით. არ გსურთ სირთულეების დანახვა. შეეცადეთ შეასრულოთ ადრე მიცემული დაპირებები, იზრუნეთ თქვენს რეპუტაციაზე. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები.
სასწორი
მშვიდად და თავდაჯერებულად გადაწყვეტთ ყველა დაგროვილ საკითხს. რთულ საკითხებზე ნუ იდარდებთ, ყველაფრისთვის გექნებათ დრო. კარგი დროა ახალი ნაცნობებისა და რომანტიული პაემნებისთვის.
მორიელი
იღბლიანი დღე გელოდებათ, შეძლებთ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას, რომელიც ბოლო დროს გაწუხებდათ. გამოჩნდებიან ახალი გავლენიანი ბიზნესპარტნიორები. არ არის გამორიცხული, რომ საქმიანი ურთიერთობა რომანტიკულში გადაიზარდოს.
მშვილდოსანი
თქვენი საქმიანი განწყობა, ყურადღებიანობა და სიზუსტე დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში და შეცდომების თავიდან აცილებაში. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ უზუსტობები ადრე შესრულებულ საქმეეში და გამოასწოროთ ისინი. არის შანსი მიიღოთ მომგებიანი საქმიანი შეთავაზება.
თხის რქა
დღეს ყველას არ უნდა ენდოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. განსაკუთრებით დილით, ამის გამო შეიძლება უსიამოვნო სიტუაციებში აღმოჩნდეთ. ყველა გადაწყვეტილება თავად მიიღეთ, არ მოუსმინოთ რჩევებს. ახლო მეგობრებზე ახალ ამბებს შეიტყობთ.
მერწყული
დღეს კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი ინფორმაციის ან ცოდნის მისაღებად. ასევე ყურადღება მიაქციეთ სხვის შესრულებულ საქმეებს. დაუგეგმავი მოგზაურობები ნაყოფიერი იქნება. შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ.
თევზები
შეძლებთ კარგი შთაბეჭდილების მოხდენას სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებზე. ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები. დანიშნეთ საქმიანი მოლაპარაკებები, განიხილეთ ახალი იდეები. იოლად გაუმკლავდებით რთულ ვალდებულებებს.