კურო
გათავისუფლდით იმისგან, რაც თავისუფლად სუნთქვის საშუალებას გაძლევთ. მთვარე მორიელშია. ამიტომ, მოერიდეთ ნეგატიურ ემოციებს. ეჭვიანობას. მოემზადეთ, წინ მნიშვნელოვანი საქმეები გელით.
ტყუპი
პარტნიორებთან ერთად გაარკვიეთ სამომავლო იდეები. დაძაბულობა იკლებს, მაგრამ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მოერიდეთ კრიტიკას. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის. სასიყვარულო მიმოწერა, პაემნები გადადეთ.
კირჩხიბი
მთვარე მორიელშია. შეიძლება ნეგატიურმა აზრებმა შემოგიტიონ, მაგრამ არ აჰყვეთ. პირიქით ჩაანაცვლეთ ისინი პოზიტიურით. შეხვდით სასიამოვნო ადამიანებს. დაკავდით სასიამოვნო საქმით. მოერიდეთ კამათს, ინტრიგებს. ყურადღება მიაქციეთ გარეგნობას. მომდევნო დღეებში სრულიად ჩაგითრევთ სამუშაო და საქმიანი შეხვედრები.
ლომი
მეტად დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ აჩქარდებით და ერთხელ კიდევ გადაამოწმეთ ინფორმაცია, დოკუმენტები. აგრეთვე მიუვიდა თუ არა, ადრესატთან გაგზავნილი წერილები.
ქალწული
მნიშვნელოვანი დღეა. ყურადღებით უნდა იყოთ. შეიძლება მოულოდნელმა ამბავმა ან შემთხვევით შეხვედრილმა ადამიანმა საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ. შეიძლება ერთი საქმის მეორით ჩანაცვლებამ მოგიწიოთ.
სასწორი
დღეს ხელმძღვანელის თვისებები უნდა შეითავსოთ და გარშემო მყოფები თქვენს მითითებებს დაელოდებიან. მეტი ყურადღება გმართებთ საყვარელი ადამიანებისა და შინაური ცხოველების მიმართ. აასრულეთ დანაპირები.
მორიელი
სიყვარულმა, შემოქმედებამ და თამაშმა დადებითთან ერთდ შეიძლება ბევრი უსიამოვნებაც შეგამთხიოთ. ამიტომ, ყურადღებით უნდა იყოთ, საქციელითაც და სიტყვითაც. მგზავრობისას მოსალოდნელია მოულოდნელობები. შეიძლება მეგობრულ საუბარში საჭირო ინფორმაციები შეიტყოთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა პარტნიორებთან. პირად ცხოვრებაში დეტალები კი არა, გლობალური საკითხები განიხილეთ. ისეთი საქმით დაკავდით, რაც ზედმეტი ენერგიისგან გაგათავისუფლებთ.
თხის რქა
კარგი დღეა ვალდებულებებისა და ვალებისგან გასათავისუფლებლად. ნუ მოატყუებთ ადამიანებს. მოერიდეთ კონფლიქტებს, მაგრამ დაემშვიდობეთ უსიამოვნო ადამიანებს. ეცადეთ, აკონტროლოთ სიტუაცია, მაგრამ არ ჩაერიოთ და არც დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
მერწყული
ენერგიული ხართ და ეცადეთ, დრო და ენერგია სასიკეთეო საქმეების კეთებას დაუთმოთ. ყურადღებით განიხილეთ ახალი პერსპექტივები. მოერიდეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.
თევზები
შეხვდით ადამიანებს, ესტუმრეთ საინტერესო ადგილებს. აგრეთვე საინტერესო და საჭირო საქმიანობით დაკავდით. გათავისუფლდით ძველი ნივთებისგან, მოაწესრიგეთ დოკუმენტაცია. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას სიფრთხილე გმართებთ, რათა არ გაიფუჭოთ მათთან დამოკიდებულება.