21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო - ზომიერება გმართებთ ყველაფერში, გაბრაზებულსაც კი. უარყოფითი ემოციების ამოფრქვევა არას გარგებთ. დღეს კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოთ თქვენ გარშემო მყოფებზე.

ტყუპი - თუ გსურთ, მომავალში მშვიდად იყოთ, მოიშორეთ ის ადამიანები და სიტუაციები, რაც ნერვებს გიშლით. იყავით დელიკატური, ღიმილიანი, მაგრამ დაიცავით საკუთარი თავი.

კირჩხიბი - ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უარყოფით ინფორმაციებს. ყველაფერი მოიმოქმედეთ, რომ განმუხტოთ სიტუაცია. მიმოსვლებისა და სწავლის დღეა.

ლომი - გაუგებრობებისადმი მეტი ყურადღება გმართებთ, უსიამოვნებებს მშვიდად შეხვდით. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას. ზოგიერთი ფულს, ძვირფას საჩუქარს მიიღებს.

ქალწული - თანამოაზრეებს გააცანით თქვენი გეგმა და მათთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. დააკვირდით რას გეუბნებიან გარშემო მყოფები, ზოგჯერ სხვა უფრო ამჩნევს მცირე დეტალს, რაც მნიშვნელოვანია.

სასწორი - უსიამოვნებაში მხოლოდ საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებთ. დაივიწყეთ და გააგრძელეთ ცხოვრება. იყავით მობილიზებული მომავალზე და ღიმილით შეხვდით სიახლეებს.

მორიელი - დააკვირდით თქვენთვის საინტერესო ადამიანების ცხოვრებას, მათ საქმიანობას. შეიძლება საინტერესო დეტალებს მიაგნოთ. ყურადღება გამრთებთ მუშაობის/სწავლისას.

მშვილდოსანი - რასაც დიდხანს ელოდით დღეს აგისრულდებათ. გირჩევთ თქვენს ბედნიერებაზე მოშურნებს არ მოუყვეთ. დაკვირვებულად იმოქმედეთ, დაუფიქრებელ ნაბიჯს ნუ გადადგამთ.

თხის რქა - გარშემო მყოფებს ისეთი ლიდერი სჭირდებათ, როგორიც თქვენ ხართ - ენერგიული, ხალისიანი და საქმიანი. უხელმძღვანელეთ და ასწავლეთ მათ.

მერწყული - ადამიანებს შეიძლება თქვენგან განსხვავებული აზრები, შეხედულებები ჰქონდეთ. ამის გამო არ ღირს კონფლიქტი. უბრალოდ, დიპლომატიურად დააფიქსირეთ თქვენი აზრი.

თევზები - მართალია, პრობლემების მოგვარება სასიამოვნო არაა, მაგრამ ეს პიროვნულად გაგზრდით. ხანდახან სიტუაციას ობიექტურად უნდა შეხედოთ. წარმოიდგინეთ თავი იმ მოსამართლის ადგილას, ვინც დეტალებს განიხილავს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით