კურო
კარგი დღეა საქმეების დასასრულებლად. რაც უფრო მალე მორჩებით საქმეებს, მით მეტ დროს გაატარებთ საყვარელი ადამიანის გვერდით.
ტყუპი
ეს დღე იმ ადამიანების გვერდით გაატარეთ, ვისთან ერთად ყოფნაც გსიამოვნებთ.
კირჩხიბი
სიკეთის კეთებას ავტომატურად ახერხებთ და არც ეს დღე არაა გამონაკლისი.
ლომი
არაა გამორიცხული, რომ გარშემო მყოფებს შურთ თქვენი წარმატების. ეცადეთ ყოველთვის საუკეთესო იყოთ.
ქალწული
დღეს თქვენს გარშემო მყოფებს გაუმართლებთ, მხიარული და მზრუნველი ხართ.
სასწორი
დღეს გუშინდელზე მოწესრიგებული უნდა იყოთ.
მორიელი
უამრავი საქმის მოგვარება მოგიწევთ. დაახარისხეთ ისინი სირთულის მიხედვით და ისე "ებრძოლეთ".
მშვილდოსანი
გარშემო მყოფები კომპლიმენტსა და შექებას ყოველთვის ვერ გაიმეტებენ თქვენთვის. თავად უნდა შეძლოთ საკუთარი თავის დარწმუნება, რომ საუკეთესო ხართ.
თხის რქა
დღეს უსიამოვნო კითხვებს დელიკატურად აარიდეთ პასუხი.
მერწყული
თუ არ გსურთ უსიამოვნებებს გადაეყაროთ, ეს დღე მშვიდად, სასურველია განმარტოებით გაატაროთ.
თევზები
დღეს საკუთარი ინტერესების დასაცავად უნდა იბრძოლოთ, როგორც ახლობლებთან, ასევე უცხოებთანაც.