21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ნუ ინერვიულებთ წვრილმანების გამო. სანამ რაიმეს თქმას დააპირებთ, ათამდე დაითვალეთ. მოერიდეთ შორეული მგზავრობის დაწყებას. სხვა დღისთვის გადადეთ საბუთების გაფორმება და საქმიანი მიმოწერა.

ტყუპი

საჭირო, მაგრამ თქვენთვის მოსაწყენი საქმეების შესრულება მოგიწევთ. მოერიდეთ საბუთების გაფორმებას, დანაპირების გაცემას. გადახედეთ თქვენს საქმეებს, ურთიერთობებს და გამოასწორეთ ისინი.

კირჩხიბი

ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებსა და საქმეებს. მეტი დრო გაატარეთ მშობლებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად. ამ უკანასკნელთან მოერიდეთ კამათს.

ლომი

თავისუფლებისმოყვარე ლომებს დღეს სხვებზე დაქვემდებარება, სხვათა მითითებების შესრულება მოუწევთ. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ქალწული

კარგი დღეა შვილებთან მეგობრული საუბრებისთვის. საყვარელ ადამიანთან მიმოწერისთვის. მოერიდეთ პოლიტიკურ თემებზე კამათს. გათავისუფლდით არაფრისმომცემი გასართობებისგან (ონლაინ თამაშები).

სასწორი

ნუ იკამათებთ გარშემო მყოფებთან. სხვა დღისთვის გადადეთ უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვის საკითხი. წვრილმანებზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ და მეტი დრო დაუთმეთ ძირითადი საქმეების შესრულებას.

მორიელი

კარგი დღეა მოკლე მანძილზე მგზავრობისთვის; საქმიანი მიმოწერისთვის. ნუ გაუბრაზდებით გარშემო მყოფებს, ეცადეთ დაეხმაროთ მათ საქმეების მოგვარებაში. გაუზიაროთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.

მშვილდოსანი

მოერიდეთ ფულის ფლანგვას. განსაკუთრებით არასერიოზულ ნივთებსა და გასართობებზე. მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ ნათესავებს. დაეხმარეთ მათ პრობლემების მოგვარებაში.

თხის რქა

მოერიდეთ მისამართის შეცვლას, უძრავი ქონების შეძენას. თუ რეპეტიტორი, ფსიქოლოგი ან მცირე ბიზნესმენი ხართ, ამ დღეს ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ.

მერწყული

კარგი დღეა ახლობლებთან შესახვედრად, მიმოწერისთვის, ინფორმაციების გასაცვლელად. შეიძლება მოულოდნელად გაემგზავროთ მივლინებაში, მოგიწიოთ ვალდებულების მოხდამ, ან ექიმთან ვიზიტმა. მიზანსწრაფული და ყურადღებიანი მერწყულები ნებისმიერ საქმეს ადვილად გაართმევენ თავს.

თევზები

რაც უფრო აქტიური იქნებით, მით მეტი საქმის მოგვარებას შეძლებთ დღეს. ემოციურობა კარგს არაფერს მოგიტანთ, ცივი გონებით უნდა იმოქმედოთ. თუ მეგობრებთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, ნუ წამოიწყებთ მათთან საერთო საქმეს, ნუ ასესხებთ ფულს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით