შაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 10:16-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 22:28-დან
საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი - არა. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
ვერძი
დღე გაფერადდება ნათელი ემოციური მოვლენებით. შეიძლება მოგინდეთ საკუთარი ან სხვისი საიდუმლოების გამხელა; გაიხსენეთ ძველი ჰობი.
კურო
შესანიშნავი დროა საყვარელ ადამიანთან მარტო დარჩენისთვის, რომანტიკული სიურპრიზის გასაკეთებლად, თქვენს გრძნობებზე სასაუბროდ. ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ემოციებსა და პარტნიორზე.
ტყუპი
თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ემოციური მდგომარეობის კონტროლი. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ეცადეთ ნაკლებად ეკონტაქტოთ სხვებს, მოერიდეთ ახალ ნაცნობობას.
კირჩხიბი
სასიამოვნო ემოციებით მდიდარი დღე გელით. კრეატიულობის, ფანტაზიებისა და რომანტიკული შეხვედრებისკენ ლტოლვა შინაგანი სამყაროს გამოვლენაში და სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ.
ლომი
შეეცადეთ შექმნათ თბილი, სასიამოვნო ატმოსფერო სახლში და თქვენ გარშემო. შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ნეგატივი, ნუ იქნებით ეჭვი, არ იფიქროთ წარსულში მომხდარ ცუდზე.
ქალწული
დღეს მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციებს. ასევე, სხვებთან ურთიერთობისას, მინიშნებები და ქვეტექსტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გამოიყენეთ თქვენი ინტუიცია, რომ გაიგოთ ნათქვამის ნამდვილი მნიშვნელობა.
სასწორი
დაუთმეთ დღევანდელი დღე სახლში წესრიგის დაცვას, სისუფთავეს და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. კარგი დღეა საყიდლებისთვის.
მორიელი
ინტუიცია დღეს მაღალ დონეზეა. თქვენ დახვეწილად შეიგრძნობთ არა მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებსა და სურვილებს, არამედ პარტნიორსაც. საყვარელი ადამიანის მიმართ გრძნობების გამოხატვაში ხელი არ შეგეშლებათ.
მშვილდოსანი
მოერიდეთ აურზაურს, შეზღუდეთ კონტაქტები და ეცადეთ, დღე მარტოობაში გაატაროთ ან ბუნებაში, მოუსმინეთ მუსიკას, უყურეთ ფილმს, უბრალოდ იოცნებეთ.
თხის რქა
თუ რამე გაწუხებთ, დღეს შეგიძლიათ ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლდეთ, დაისვენოთ. მუდმივად ნუ იფიქრებთ წარსულ უსიამოვნო სიტუაციებზე. იყავით ახლოს იმ ადამიანთან, რომელსაც უსიტყვოდ ესმის თქვენი და რომელსაც მთლიანად ენდობით.
მერწყული
თქვენ თავად უნდა შექმნათ თქვენი განწყობა, თავიდან აიცილოთ პირქუში აზრები ან წარსული გამოცდილება. ეცადეთ იფიქროთ კარგ მოვლენებზე, სასიამოვნო მომენტებზე და დაგეგმოთ თქვენი ნათელი მომავალი.
თევზები
ხელსაყრელი და ჰარმონიული დღეა თქვენთვის. კომფორტულად იქნებით თანამოაზრეებთან ერთად. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად დღე რომანტიკულად გაატაროთ. მუსიკა ან საყვარელი ფილმი შეიძლება იყოს შთაგონების წყარო.