ავტორი:

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 13:02-ზე, მთვარე ტყუპშია

დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. აგრეთვე, ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. აგრეთვე შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.

ვერძი

უფრო თავისუფლად რომ იგრძნოთ თავი, დაასრულეთ ყველა მცირე დავალება, რომელიც დაგროვდა, გადაიხადეთ დავალიანება. ახლობელმა შესაძლოა საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ახალი ნაცნობები მომავალში გამოგადგებათ, ამიტომ შეხვედრებზე უარს ნუ იტყვით.

კურო

კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების დასალაგებლად, პარტნიორთან წყენის გამოხატვისთვის ან გრძნობებზე სასაუბროდ. გაურკვევლობა გამძიმებთ და ხელს გიშლით ცხოვრებით ტკბობაში. ნუ მისცემთ უფლებას დღევანდელ მოვლენებს თავისით გაიარონ, გააკონტროლოთ რა ხდება და ნაკლებად გააკრიტიკეთ სხვები.

ტყუპი

თუ დღეს რაიმეს გაკეთება გჭირდებათ, იყავით ყურადღებით და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ შეცდომას დაუშვებთ და მოგიწევთ ყველაფრის ხელახლა გაკეთება. 21 იანვარს უფრო სწრაფად შეძლებთ დავალების შესრულებას, თუ მარტო იმუშავებთ.

კირჩხიბი

გაატარეთ დღე აქტიურად, მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადადებაც აღარ შეიძლება. ენერგიის მაღალი დონე და პოზიტიური განწყობა 21 იანვარს რთული საკითხში მოგვარებაში დაგეხმარებათ. დაუთმეთ დრო და ჩამოწერეთ საუკეთესო იდეები, რომლებიც თავში მოგივათ.

ლომი

დღეს დაგებადებათ საინტერესო იდეები, რომელთა განხორციელებასაც მალე შეძლებთ. ვარსკვლავები გვირჩევენ მეტი ურთიერთობა გქონდეთ საინტერესო ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ შთაგაგონონ რაიმე უჩვეულო გააკეთოთ.

ქალწული

დაგიგროვდათ ბევრი გადაუჭრელი ყოველდღიური პრობლემა, რომელც უნდა მოაგავროთ. დაგეგმეთ დღე ისე, რომ არაფერი დაგავიწყდეთ და დროულად დაასრულოთ ყველაფერი. თუ ოჯახის წევრებუს დახმარება დაგჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ მათთან დაკავშირება. ჯერ ფინანსურად მომგებიანი საქმეები გააკეთეთ.

სასწორი

დაუთმეთ დღე დასვენებას და სასიამოვნო საქმიანობას. ამ ბოლო დროს ბევრს მუშაობთ, ასე რომ გაუკეთეთ საკუთარ თავს პატარა საჩუქარი, მოამზადეთ რაიმე განსაკუთრებული სადილისთვის. საღამოს გაისეირნეთ, მეგობრებს შეხვდით.

მორიელი

ღირს მზადება სერიოზული ცვლილებებისთვის, რომელიც მალე შემოვა თქვენს ცხოვრებაში. თუ გსურთ ახალი იდეის განხილვა, დაუკავშირდით პროფესიონალ, მცოდნე ადამიანებს. გეგმის ერთობლივი განხილვა ნაყოფიერი და მომგებიანი იქნება. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგადაა.

მშვილდოსანი

დილით გააკეთეთ საინტერესო რამ, რაც შთაგაგონებთ. ამ გზით თქვენ შეძლებთ დიდხანს შეინარჩუნოთ მხიარული განწყობა. უარს ნუ ეტყვით დახმარებაზე მათ, ვინც ამას გთხოვთ. 21 იანვარს სამუშაო უფრო სწრაფად წავა, თუ მარტო იმუშავებთ.

თხის რქა

თქვენს ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა არ უნდა შეგაშინოთ. მოიშორეთ ყველაფერი, რაც ხელს უშლით განვითარებასა და წინსვლაში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დამოკიდებულია თქვენს განწყობაზე. ეცადეთ იყოთ ოპტიმისტური და მეტი ყურადღება მიაქციოთ მას.

მერწყული

გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანში გადმოვიდა. გამოიყენეთ ეს დრო თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. დღეს კარგია საკუთარ თავში ჩახედვა, თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებზე დაფიქრება. შესაძლოა, ინტუიცია დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. 21 იანვარს არ დანებდეთ რთულ დავალებებს. ვარსკვლავები გამარჯვებას გიწინასწარმეტყველებენ.

თევზები

დაკვირვება და კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ სასურველის მიღწევაში. წვრილმანები ამ დღეს დიდ როლს არ თამაშობენ, ჯობია მთავარზე კონცენტრირდეთ. შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც შეცვლიან თქვენს გეგმებს.