ავტორი:

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ივლისი ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:43-ზე, 22:26-ზე მთვარე კუროში გადავა

კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.

ვერძი: დღეს თქვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ და იოლად გაუმკლავდეთ სირთულეებს. საყვარელ ადამიანთან და უფროსთან საუბარი მშვიდად და გააზრებულად უნდა წარმართოთ.

კურო: ნუ ეცდებითი გარშემო მყოფების ქცევის ახსნას. მთავარია, ყურადღებით იყოთ, რომ თქვენ არ დაზარალდეთ სხვის გამო. მეტი დაკვირვება გმართებთ საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობის მიმართ.

ტყუპი: დააკვირდით გარშემო მყოფების ქცევას. შეიძლება ზოგიერთს თქვენ მიმართ შეეცვალოს დამოკიდებულება. ნუ ენდობით ყველას და ნუ ეცდებით ერთდროულად ყველა საქმის მოგვარებას.

კირჩხიბი: საქმეებით და შეხვედრებით დატვირთული დღე გელოდებათ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ნუ აიღებთ საუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. გადაღლილობა ცუდად აისახება თქვენს განწყობაზე.

ლომი: სხვა დროისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება, ჩანაფიქრების განხორციელება. შეგეცვლებათ შეხედულებები გარშემო მყოფებზე, მოვლენებზე. მხოლოდ დააკვირდით მოვლენებს, არაფერში არ ჩაერიოთ.

ქალწული: გარშემო მყოფებისგან განსაკუთრებულ მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ. იყავით დაკვირვებული სხვათა შესრულებული საქმეებისადმი. მოერიდეთ ზედმეტ ორიგინალურობას ურთიერთობებში.

სასწორი: გარშემო მყოფების ექსტრავაგანტური ქცევის გამო შეიძლება შეგიფერხდეთ საქმეების მოგვარება. საყვარელი ადამიანი შეიძლება ჭირვეულ ბავშვს დაემსგავსოს, თუ უყურადღებოდ დატოვებთ.

მორიელი: სტანდარტული სქემით ვერ იმუშავებთ, სიახლები გჭირდებათ. არ გირჩევთ ყველა საქმის ერთდროულად შესრულებას, გადაიღლებით. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.

მშვილდოსანი: დღეს სხვების რჩევებით უნდა იხელმძღვანელოთ. ყურადღებით იყავით თუ ტექნიკასთან გიწევთ მუშაობა. საღამოს სიახლეები და თავგადასავლები მოგინდებათ. ზომიერება დაიცავით ყველაფერში.

თხის რქა: დღეს სხვის შეცდომებზე ან უღირს საქციელზე თვალს ვერ დახუჭავთ. ეცადეთ, ზრდილობის ფარგლებში გასცეთ შენიშვნები. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩნოთ სიმშვიდე და დაკვირვებით გამოასწოროთ უზუსტობები.

მერწყული: ზომიერება უნდა დაიცვათ ყველაფერში. ეცადეთ, არ შეილახოთ რეპუტაცია გარშემო მყოფების წინაშე. სიახლეებს მშვიდად შეხვდით, ზედმეტი ემოციურობა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში შეგიშლით ხელს.

თევზები: სიახლეები გელით პროფესიაში. შეიძლება დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად ორიგინალური მეთოდები გამოიყენოთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.