21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ყურადღებით იყავით და ნაკლები ილაპარაკეთ. შეიძლება კომერციული საიდუმლოებები გათქვათ და მერე სინანული გვიანი იქნება.

ტყუპი

გამოუსწორებელი შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ყურადღებით იმუშავეთ. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. ნუ ენდობით დილეტანტებს.

კირჩხიბი

უმჯობესია იმ საქმეს მოკიდოთ ხელი, რომელშიც გარკვეული ხართ. ზედმეტ პასუხისმგებლობასაც ნუ აიღებთ საკუთარ თავზე.

ლომი

ახალი პროექტები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. მათ შესრულებაში არაფერი გიშლით ხელს, მთავარია თავად არ გადაიფიქროთ.

ქალწული

კოლეგების აქტიურობა თქვენზე იქნება დამოკიდებული. მარტო მუშაობა სიკეთეს არ მოგიტანთ. აიძულეთ კოლეგები საერთო საქმისთვის გაისარჯონ.

სასწორი

ყველაფერი ისე სწრაფად არ ხდება, როგორც ეს თქვენ გსურთ. ლოდინისგან რომ არ გაგიჟდეთ, რაიმე საქმე შეასრულეთ.

მორიელი

თუ ვინმეს დარწმუნება გსურთ, თქვენი მოსაზრება ომახიანად და დასაბუთებულად უნდა ამცნოთ. ისე ვერაფერს მიიღებთ.

მშვილდოსანი

არ ხართ დღეს მუშაობის ხასიათზე და რა გინდათ რომ ქნათ?!. ეცადეთ უფროსს არ გააგებინოთ თქვენი მდგომარეობა. თავადაც იმხიარულეთ და არც გარშემო მყოფები მოაწყინოთ.

თხის რქა

დღეს მხოლოდ საკუთარი საქმეები აკეთეთ. თორემ, სხვების მოგვარებისას თქვენი ისე დაგრჩებათ და არც მადლობას გეტყვით არავინ.

მერწყული

არ მიატოვოთ საქმე შუა გზაზე. გამოიყენეთ ყველა ძალა და საშუალება მის დასასრულებლად.

თევზები

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით, მაგრამ დასკვნის გამოტანას მაინც ნუ იჩქარებთ. არც სხვას ანდოთ საკუთარი პრობლემების მოგვარება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით