21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო

მიმდინარე საკითხების მოგვარებისას ნურც სამომავლოს დაივიწყებთ. სამსახურის საქმეების გამო შეიძლება სახლში გვიან მოგიწიოთ დაბრუნება. შინ მეტი კომფორტი შეიქმენით.

ტყუპი

ადეკვატურად შეაფასეთ გარშემო მყოფების ქცევა. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. მუშაობისას ნუ აჩქარდებით, თორემ შეცდომებს დაუშვებთ და გარშემო მყოფების დასაცინი გახდებით.

კირჩხიბი

საკუთარ თავს ზოგიერთი შეზღუდვა უნდა დაუწესოთ. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდებათ. საღამოს განწყობა გაგიუმჯობესდებათ.

ლომი

ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ და საინტერესო საქმიან შემოთავაზებებსაც მიიღებთ. დაკვირვება გმართებთ, განსაკუთრებით, ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობისას.

ქალწული

ზოგიერთს შეიძლება არ დააკმაყოფილოს ძველმა საქმეებმა და ახალი იდეების განხორციელება მოინდომოს. მოერიდეთ ალკოჰოლისა და მედიკამენტების გადაჭარბებით მიღებას. ეცადეთ, არავის მოატყუოთ.

სასწორი

იყავით მეტად დაკვირვებული. განსაკუთრებით, როცა დეტალებთან გიწევთ მუშაობა. დახმარება მხოლოდ ერთგულ მეგობრებს სთხოვეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მორიელი

დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მოერიდეთ ახალი რომანის დაწყებას. ეს შეიძლება ოსტატურად დაგებული მახე იყოს. საღამოს კომფორტი და სიმშვიდე მოგინდებათ.

მშვილდოსანი

არ ენდოთ იმ ადამიანებს და არ დაიწყოთ მათთან ერთად მუშაობა, ვინც ადრე გიღალატათ. აიმაღლეთ რეპუტაცია, თუ პუბლიკასთან გიწევთ მუშაობა. მოერიდეთ უსიამოვნებას ნათესავებთან.

თხის რქა

საქმეებს დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ. ყურს ნუ დაუგდებთ ინტრიგებსა და ჭორებს. შეხვედრები და მიმოწერა განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. საღამოს გატარება საინტერესო ადამიანების გვერდით მოგინდებათ.

მერწყული

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. ნებისმიერი მოლაპარაკება დაკვირვებას საჭიროებს. ეცადეთ, არავინ მოგატყუოთ და ფინანსურად არ დაზარალდეთ.

თევზები

არავის ენდოთ, დააკვირდით ფაქტებს. შეიძლება ვიღაცამ თქვენი მოტყუება გადაწყვიტა. უძრავ ქონებასთან და ოჯახთან დაკავშირებით ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოიმატებს დაძაბულობა და გაურკვევლობა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით