კურო
ბიზნესფეროსი წარმატება ელით მამაკაც კუროებს. ქალებს - პირად ურთიერთობაში. ორივეს შემოსავლის გაზრდა ელის, მაგრამ ფულის ხარჯვაც მოსალოდნელია.
ტყუპი
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ დაასრულოთ დაწყებული საქმეები. შანსი მოგეცემათ გარშემო მყოფებთან არსებული დაძაბული დამოკიდებულება გამოასწოროთ. აგრეთვე კარგი დღეა პირადი პრობლემების მოსაგვრებლად.
კირჩხიბი
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. ნუ წამოიწყებთ რთულ საქმეებს დამოუკიდებლად. დაიხმარეთ გამოცდილი და ერთგული ადამიანები. დაიცავით ყველაფერში ”ოქროს შუალედი”.
ლომი
დაარეგულირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ ნათესავების პრობლემების მოგვარებას. ქალმა ლომმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ჯანმრთელობას. მამაკაცებმა ბიზნესის გამო შეიძლება მეგობრები დაკარგონ.
ქალწული
მოერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს, განსაკუთრებით სამსახურში. მეტი ყურადღება მიაქციეთ საქმეების მოგვარებას. ეცადეთ, თქვენი საქმეები ისე წარმართოთ, რომ გარშემო მყოფები არ გადაიკიდოთ.
სასწორი
ახალი საქმეები ჯერ კარგად გაიაზრეთ და მერე წამოიწყეთ. საკუთარ გეგმებსა და იდეებს ყველას ნუ გაუმხელთ. საღამოს შეიძლება მეგობრები ან ნათესავები გესტუმრონ.
მორიელი
კარგი დღეა სამსახურის საქმეების მოსაგვარებლად. სამომავლო იდეების განსახილველად. ფული ეკონომიურად ხარჯეთ. მეგობრებთან შეხვედრისას ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი მოისმინეთ.
მშვილდოსანი
ნუ გადავარდებით ერთი უკიდურესობიდან მეორეში. ყველა საქმეში დაიცავით ”ოქროს შუალედი”. კარგი დღეა ექიმთან ვიზიტისა და გეგმიური გამოკვლევის ჩასატარებლად.
თხის რქა
დღის მანძილზე მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეგობრებთან. პირად ურთიერთობაში არსებული პრობლემები საყვარელ ადამიანთან შეთანხმებით მოაგვარეთ.
მერწყული
საქმეებში წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ სწორად გათვლით თითოეულ ნაბიჯს. ნუ გადაუშლით გულს გარშემო მყოფებს და აგრეთვე, ნურავის გაუმხელთ სამომავლო გეგმებს.
თევზები
ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ წამოიწყებთ. ჯერ მნიშვნელოვანები მოაგვარედ და მერე მიხედეთ დანარჩენებს. ასაკოვანი ნათესავებისა და ბავშვების მიმართ მაქსიმალური მოთმინება და ტაქტი გმართებთ.