21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. გააუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები.

ტყუპი

ნუ გაემგზავრებით სახლიდან შორს. სხვა დღისთვის გადადეთ მოგზაურობა. გაფრთხილდით, არავინ ჩაგითრიოთ კრიმინალურ სიტუაციაში.

კირჩხიბი

მოერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას. დღეს ენერგიის ნაკლებობას, იმუნიტეტის დაქვეითებას იგრძნობთ. ამიტომ, მოერიდეთ გაცივებას. კარგი დღეა საყიდლებისთვის.

ლომი

კარგი დღეა ვარჯიშისთვის, სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად. გამოჩინეთ მეტი ინიციატივა და გარშემო მყოფებიც შეაგულიანეთ სასარგებლო საქმეების გასაკეთებლად. საღამოს მეგობრებისთვის წვეულება მოაწყვეთ. სასურველია, ქალაქგარეთ.

ქალწული

დღეს საწინაღმდეგო სქესისგან განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

სასწორი

ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, მოერიდეთ ეჭვიანობასა და ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული. გულახდილი საუბრები ახალგაცნობილებთან სიკეთეს არ მოგიტანთ.

მორიელი

მოერიდეთ ემოციების გამოვლენას. რაციონიდან გამორიცხეთ ცხიმიანი და შებოლილი პროდუქტი. ერთი სიტყვით, გაუფრთხილდით ღვიძლს. ქალი მორიელებისთვის სასურველია მუცლის ცეკვა. იგი განწყობასაც გაგიუმჯობესებთ, ფორმებსაც და კუჭის მოქმედებასაც.

მშვილდოსანი

მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა ელით. ეს შეიძლება მგზავრობისას მოხდეს ან რომანი უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანთან გააბათ. უპირატესობა სერიოზულ ურთიერთობას მიანიჭეთ, რაც ცოტა ხანში ქორწინებით დაგვირგვინდება.

თხის რქა

მეტად დაისვენთ. კარგია ლოცვა, მედიტაცია, იოგა. დაიმუხტეთ დადებითი ემოციებით.

მერწყული

ნუ გაართულებთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მშვიდად და უკონფლიქტოდ განიხილეთ და მოაგვარეთ პრობლემები.

თევზები

მოერიდეთ დოკუმენტების გაფორმებას. სიფრთხილე გმართებთ ვაჭრობისას. არ იკამათოთ უფროსებთან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით