ავტორი:

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:29-ზე, მთვარე სასწორშია

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება; საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები.

ვერძი: ნუ აჩქარდებით, ახალი იდეები ცოტა მერე, 24 ნოემბრიდან განახორციელეთ. დღეს დაწყებული საქმეები მოაგვარეთ. გადახედეთ განვლილ დღეებს, ბოლო დროს ბევრი ისწავლეთ და ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილიც მიიღეთ.

კურო: ადრე დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწოროთ საქმეებშიც და ურთიერთობებშიც. საღამოს მოგინდებათ შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა, მოერიდეთ აზარტულ თამაშებს.

ტყუპი: ინიციატივის გამოვლენას არ გირჩევთ, უმჯობესია, მშვიდად და დაკვირვებულად დაასრულოთ დაწყებული საქმეები. და რაც მთავარია. ყველაფრის გამო ნუ ნერვიულობთ.

კირჩხიბი: ცვლილებების დღეა, ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა შეცვალოთ. მთავარია, საკუთარი თავის სასარგებლოდ იმოქმედოთ და სხვების გამო არ დაზარალდეთ. მიმართეთ მთელი ენერგია კარგი საქმეებისკენ.

ლომი: აკონტროლეთ ემოციები და დაიცავით დისტანცია თქვენთვის უსიამოვნო ადამიანების მიმართ. კარგად შესრულებული საქმის გამო მიიღებთ შექებას და მოგემატებათ თვიშეფასება.

ქალწული: ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. არაფერი ახალი დღეს არ მოიმოქმედოთ. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, განწყობის გაუმჯობესებაზე.

სასწორი: დააკვირდით გარშემო მყოფების ქცევას. მოერიდეთ მანიპულატორ ადამიანთან ურთიერთობას, ვინც თამაშობს თქვენს გრძნობებზე და არაგულწრფელია. მოიცილეთ ის ტვირთი, რაც გამძიმებთ.

მორიელი: არ იკამათოთ, არ გასცეთ ბრძანებები. ნუ ეცდებით გარშემო მყოფებისთვის თქვენი აზრის მოხვევას. ენერგიის დახარჯვაში დაგეხმარებათ სპორტი ან რთული საოჯახო საქმის შესრულება.

მშვილდოსანი: დაფასდება ის საქმე, რასაც აკეთებდით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა; ფული შეიძლება ფარული წყაროდან მიიღოთ. გაისეირნეთ მაღზიებში და შეიძინეთ ის ნივთი, რაზეც ოცნებობდით.

თხის რქა: მოიცილეთ ძველი და უსარგებლო ნივთები. კარგი იქნება, თუ გაწყვიტავთ ურთიერთობას უსიამოვნო ადამიანებთანაც. მაქსიმალურად შეამცირეთ კამათი და დაპირისპირება გარშემო მყოფებთან.

მერწყული: ყველას დღეს მოუნდება თქვენთვის გულის გადაშლა, რაც საქმეებს ჩამოგაშორებთ. საღამოს შეამცირეთ საქმეები და შეხვედრები, რათა მშვიდ გარემოში შეძლოთ დასვენება.

თევზები: დაძლეული სირთულეები კიდევ უფრო გაგაძლიერებთ და მოქმედებისთვის განგაწყობთ. იყავით დაკვირვებული გარშემო მყოფებისადმი, ზოგიერთი ადამიანი გვერდით არ უნდა გყავდეთ.