კურო
მოაგვარეთ პრობლემები და ნუ ეცდებით მათ სხვებისთვის გადაბარებას. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებს. დღეს შეიძლება ახალი იდეებიც გაგიჩნდეთ.
ტყუპი
ნებისმიერ სიტუაციაში "ოქროს შუალედი" შეინარჩუნეთ. დღეს მეტად მგრძნობიარე ხართ. ამიტომ, ყველა ინფორმაციას გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ახლობლებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. კარგია ინფორმაციის გაცვლა.
კირჩხიბი
უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემო მყოფებს და თქვენი საქმის კეთება განაგრძეთ. საღამოს ძალიან ნუ დაიტვირთებით. თავიდან მოიშორეთ უაზრო ფიქრები და მშვიდად დაგეგმეთ ხვალინდელი დღე.
ლომი
სხვების პრობლემების მოგვარებით საკუთარ საქმეებს ნუ დააზარალებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილების ჯანმრთელობას, საოჯახო საქმეებს. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. მოუარეთ ყვავილებს.
ქალწული
კარგი დღეა სარეკლამო, საინფორმაციო საქმიანობისთვის, გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან და მათი დახმარებით საქმიანობის გაფართოებას მოახერხებთ. მგზავრობა, განსაკუთრებით საღამოს საათებში, გადადეთ.
სასწორი
ნუ გადადებთ იმ საქმეებს, რომელთა დასრულება დღესვე შეიძლება. კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, მოუარეთ ყვავილებს.
მორიელი
საქმიანი შეხვედრების გამართვასა და საქმეების დასრულებას შეძლებთ. უმნიშვნელო დეტალიც კი კარგად გაანალიზეთ. წარსული წყენის გამო არ გაამწვავოთ კონფლიქტი პარტნიორთან.
მშვილდოსანი
ერთი საქმით შემოიფარგლეთ და ბოლომდე მიიყვანეთ. ნუ იქნებით აგრესიული გარშემო მყოფების მიმართ. თუ საქმიანობაში ცვლილების შეტანას აპირებთ, გააფრთხილეთ პარტნიორი, ფაქტის წინაშე ნუ დააყენებთ.
თხის რქა
თქვენგან სწრაფ მოქმედებას, საქმეების იდეალურად შესრულებას ითხოვენ. არ დააღალატოთ პარტნიორი. ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან.
მერწყული
თქვენს გადაწყვეტილებაზე ხალხის ბედია დამოკიდებული. ამიტომ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ მშობლების ჯანმრთელობას. საღამო უმჯობესია შინ გაატაროთ და საოჯახო საქმეები შეასრულოთ.
თევზები
დღეს მხოლოდ იმ ადამიანებთან გქონდეთ კონტაქტი, ვინც კარგ განწყობას შეგიქმნით. ყველა პრობლემა ერთგულ ადამიანთან ერთად განიხილეთ და შეუდექით მის გამოსწორებას. საღამოს საოჯახო სადილი და მხიარულება გელით.