ავტორი:

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:29-ზე, მთვარე ქალწულშია

საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ; კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. სასურველია, თევზისა და ბოსტნეულის.

ვერძი: კამათით შეიძლება სამუდამოდ გაიფუჭოთ ადამიანთან დამოკიდებულება. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ, გაიუმჯობესეთ განწყობა.

კურო: საქმიანი შეხვედრის დროს დიპლომატიურად გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, დაიცავით თქვენი უფლებები. მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება გემრიელობით, ლამაზი ნივთებით.

ტყუპი: მოერიდეთ დაპირებების გაცემას. დაასრულეთ სამსახურის საქმეები, რათა უქმეები გართობისთვის გამოითავისუფლოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი: საქმიანი შეხვედრები და ხელშეკრულებების გაფორმება მეტ დაკვირვებას ითხოვს თქვენგან. გეგმები შეიძლება გარშემო მყოფების გამო შეგეცვალოთ. დაკვირვებული იყავით ფინანსური საკითხების მოგვარებისას, არ გაფლანგოთ ფული.

ლომი: იყავით დიპლომატიური, მოერიდეთ აგრესიულობას. საქმიან პარტნიორებთან შეხვედრის დროს დაუკვირდით დეტალებს, ჩაინიშნეთ ახალი იდეები. გადახედეთ მეგობრებთნ ურთიერთობას, ზოგიერთმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ.

ქალწული: დააკვირდით გარშემო მყოფებს, ვინ გიშლით ხელს გამარჯვების მიღწევაში, ვის შეგიძლიათ ენდოთ. დაკვირვებით შეისწავლეთ ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროთ. არ დაუშვათ შეცდომები.

სასწორი: ადრე შესრულებული საქმეების დასრულება გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. დღეს უნდა მოაგვაროთ ის, საქმეები, რაც გადადებული გქონდათ. საღამოს სიურპრიზები და მხიარულება გელოდებათ.

მორიელი: ნუ გარისკავთ, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ დაწყებული პროექტების დასრულებას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, მოერიდეთ ხმაურს, კამათს.

მშვილდოსანი: არ გარისკოთ, როცა საქმე ფულის დაბანდებას ეხება, არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. არ დაძაბოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან; იყავით დაკვირვებული მათი მოთხოვნებისადმი.

თხის რქა: არასტანდარტული მეთოდებით უნდა მოაგვაროთ დაგროვილი საკითხები. მოძებნეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. სასიყვარულო ურთიერთობა მეტად რომანტიკული უნდა გახადოთ. საუკეთესო დღეა რომანტიკული პაემნისთვის.

მერწყული: სირთულეებს იოლად გაუმკლავდებით, თუ საქმეებს კოლეგებს გადაუნაწილებთ და დაკვირვებით იმოქმედებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ოპტიმიზმი, საღამოს კმაყოფილი იქნებით თქვენი თავით.

თევზები: საქმიანი შეხვედრების დროს არ გირჩევთ კოლეგებისთვის სიმართლის უკმეხად მიხლას. უმჯობესია, დაიცვათ დიპლომატიურობა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატრეთ.