21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მთელი დღე საკუთარ თავს მიუძღვენით. საღამოს გაფრთხილდით, გამოცდილი აფერისტის მსხვერპლი არ გახდეთ. მისი მანიპულაციის ძირითადი სფერო: ფული, საყიდლები ან სექსია.

ტყუპი

დღე მშვიდად გატარეთ. თავი შეიკავეთ ახალი წამოწყებებისგან, ინიციატივის გამოჩენას არ გირჩევვთ. საღამოს მოერიდეთ კონფლიქტს ახლობლებთან, სერიოზულ სამუშაოს დაწყებას და ძლიერმოქმედი მედიკამენტების მიღებას. განსაკუთრებით მაისში დაბადებულებმა.

კირჩხიბი

თავისუფალი გრაფიკით იმოქმედეთ, კონკრეტულ საქმეებს ნუ დაისახავთ. სანამ სადმე გაემგზავრებოდეთ, ან რაიმე საქმეს წამოიწყებდეთ, დაფიქრდით, გიღირთ კი?..

ლომი

რთული სიტუაციიდანაც კი ორიგინალურ გამოსავალს იპოვით. ახალი საქმეები წამოწყებამდე კარგად გაარჩიეთ. მოერიდეთ უცხო ადამიანების მიერ შემოთავაზებულ საყიდლებს, მგზავრობას, საქმეებს.

ქალწული

დღეს ყველა პრობლემას ისე ოსტატურად გაუმკლავდებით, რომ მოშურნეებსაც კი გააოცებთ. არაორდინარული იდეების განხორციელებისგან თავი შეიკავეთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ფრთხილად, ტრავმული დღეა.

სასწორი

მოერიდეთ ფულის ხარჯვას, ძვირად ღირებული ნივთების ყიდვას. საღამოს შეიძლება სხვათა პრობლემების მოგვარებამ მოგიწიოთ.

მორიელი

ერთი კონკრეტული მიზეზის გამო შეიძლება სხვა საქმეებიც ვერც წამოიწყოთ. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან. გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ. არ გაერიოთ უსიამოვნებებში.

მშვილდოსანი

აზარტულობის გამო შეიძლება აფერისტების მსხვერპლი გახდეთ. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე სასიყვარულოს. ყურადღებით იყავით, უმჯობესია, დაგროვებული საქმეები დაასრულოთ.

თხის რქა

შეძლებისდაგვარად მშვიდად გაატარეთ ეს დღე. თუ საშუალება მოგეცემათ გაისეირნეთ ბუნებაში. საღამოს შეიძლება ახლობლის დახმარება, ახალი ტექნიკის, ინსტრუმენტის ათვისებამ მოგიწიოთ.

მერწყული

კარგი იქნება თუ დღეს შინაურ გარემოში გაატარებთ და ნაკლებად ჩაერთვებით საქმეებში. შემოქმედებით მერწყულებს ახალი იდეების განხორციელება, მათი სრულყოფილება მოუნდებათ. საღამოს მეგობრებთან ერთად გაერთეთ.

თევზები

მშვიდი დილის შემდეგ საღამოს სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. პარტნიორი მეტად მომთხოვნი, კრიტიკული გახდება. შეიძლება მოულოდნელად სამსახურში გამოგიძახონ, ან საქმეების შესრულება დაგავალონ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით