ავტორი:

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე, მთვარე ლომშია

ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, - აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.

ვერძი: კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, ახალი პროგრამების ასათვისებლად. ზოგიერთი შეიძლება მიუბრუნდეთ სწავლას, განაახლოთ კურსი. მიიღებთ საინტერესო ინფორმაციებს და ეცადეთ, ყურადღებით იყოთ მათ მიმართ.

კურო: საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და საუბარი გელოდებათ. მსჯელობისას შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გადაწყვეტილებაც მიიღოთ, რაც კარდინალურად შეცვლით თქვენს კარიერას, ცხოვრებას.

ტყუპი: საქმიანი შეხვედრების, აზრთა გაცვლის დღეა. გამონახეთ დრო შეცდომების გამოსაწორებლად საქმეებში, პროექტების გადასაკეთებლად ან თუ ხელსაქმით ხართ დაკავებული, - ნივთების.

კირჩხიბი: ინფორმაციების მიღების, შეხვედრებისა და გადაადგილების დღეა. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს, მოიკითხეთ მეგობრები. საღამოს არ გირჩევთ ალკოჰოლის მიღებას.

ლომი: ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. შეიძლება ან თავად შეგეცვალოთ გეგმა, ან საქმიან პარტნიორს ამიტომ, დიდი მოლოდიები ნუ გექნებათ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი.

ქალწული: კარგი დღეა დოკუმენტებთან სამუშაოდ, მოაწესრიგეთ, გამოასწორეთ უზუსტობები. მიიღებთ საინტერესო ინფორმაციებს, მაგრამ ჯერ ნუ გათქვამთ, გადაამუშავეთ და ფაქტებზე დაყრდნობით გაავრცელეთ.

სასწორი: საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღეა. ცოტა აქტიურობა არ გაწყენთ, დაცავით საკუთარი მოსაზრებები. საღამოს უყურეთ საინტერესო ფილმს ან გადაათვალიერეთ ძველი ფოტოალბომი.

მორიელი: საქმეების მოსაგვარებლად, დასასრულებლად კარგი დღეა. ყურადღებით მოისმინეთ გამოცდილი კოლეგების რჩევები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი: ცვლილებები და განახლება მოგინდებათ. გადახედეთ საკუთარ გეგმებს, მიზნებს. დაუსვი საკუთარ თავს შეკითხვა: "სად ვხედავ საკუთარ თავს მომავალში?" კარიერაში, ცხოვრებაში. ცვლილებები მხოლოდ პოზიტიური უნდა იყოს.

თხის რქა: მუდმივი გადაღლილობა და სტრესი ცუდად რომ არ აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე დღეს ცოტა მაინც უნდა დაისვენოთ. მხოლოდ აუცილებელი საქმეები შაესრულეთ, არაფერი განსაკუთრებული არ მოიმოქმედოთ.

მერწყული: მოიცილეთ უსიამოვნო ფიქრები, ზედმეტი ვალდებულებები; გაინებივრეთ თავი საჩუქრით. საღამოს მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას მძიმე საკვებით და მოსაწყენ ადამიანებთან ურთიერთობით.

თევზები: წარმატებული დღე გელოდათ. მთავარია, არ იზარმაცოთ და გააქტიურდეთ. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, დაგებადებათ ახალი იდეები. ჩაიწერეთ ყველაფერი, რათა უკეთეს დროს განახორციელოთ.