კურო
განმარტოვდით, დაისვენეთ, დაფიქრდით განვლილ დღეებზე. შეიცვალეთ იმიჯი, რაციონი. კარგი დღეა სამომავლო გეგმის შესადგენად.
ტყუპი
პარტნიორთან, მეგობრებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. მოსალოდნელია განწყობის, სიტუაციის სწრაფი ცვლილება. ეცადეთ, ყველაფერს მშვიდად შეხვდეთ.
კირჩხიბი
არავის არაფერს დაპირდეთ. მეტად დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, ჯანმრთელობას. ნუ მოიშლით ნერვებს წვრილმანებზე. ჩამოწერეთ სამომავლო საქმეების სია.
ლომი
წარმატებული დღე გელით. ორიგინალური იდეების განხორციელებას შეძლებთ. დილით კარგია ვარჯიში, აქტიურობა, საღამოს - მეგობრებთან ერთად გართობა.
ქალწული
ცვლილებების დღეა. ეცადეთ, ყველაფერს მშვიდად შეხვდეთ. ნუ იქნებით ზედმეტად მორიდებული, როცა წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული.
სასწორი
ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი და ჰქონდეს თქვენგან განსხვავებული გემოვნება. მეტად დაუთმეთ პარტნიორს, თუ არ გსურთ, ურთიერთობა კამათით დასრულდეს.
მორიელი
იყავით მშვიდი და მობილიზებული. აკეთეთ მხოლოდ აუცილებელი საქმე და ეცადეთ მეტად დაისვენოთ. მოსალოდნელია ტექნიკური შეფერხება, რომელიც უთქვენოდ არ მოგვარდება.
მშვილდოსანი
ენერგიული და მშვენიერ განწყობა ხართ. ჩამოწერეთ სამომავლო საქმეების სია. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას, რომანტიკული ურთიერთობის გაუმჯობესებას.
თხის რქა
მეტად დაისვენეთ და მხოლოდ აუცილებელი ვალდებულებები შეასრულეთ. ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
მერწყული
ენერგიული და ცნობისმოყვარე ხართ. საღამოს საინტერესო დიალოგი, მიმოწერა გელით. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
თევზები
დღეს განწყობის მიხედვით უნდა იმოქმედოთ. თუ ხვდებით, რომ დაგროვილ საქმეებს გაუმკლავდებით, აქტიურად იმოქმედეთ, თუ ხვდებით, რომ დასვენება გჭირდებათ, ბუნებაში, წყლის პირას განმარტივდით.